"როქი" სომხეთში ვეტერინართა სემინარზე
16/09/2019

4-6 სექტემბერს შპს „როქისა“ და „აგროექსპერტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) „კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსი (Mercy Corps) მიწვეულნი იყვნენ სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გუმრიში ვეტერინართა სემინარზე დასასწრებად.

ღონისძიების ორგანიზატორი იყოს სტატეგიული განვითარების სააგენტო -Strategic Development Agency NGO პროექტის „ მესაქონლეობის განვითარება სომხეთში: სამხრეთ-ჩრდილოეთ (2017-2020) _ Livestock Development in Armenia: South-North (2017-2020)“ ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი 3 წლიანია და ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის გრძელვადიანი მიზანია კერძო სექტორის გაძლიერებითა და სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების გზით, ხელი შეუწყოს სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონებში მესაქონლეობაზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

ვეტერინართა სემინარს ესწრებოდნენ ჩრდილოეთ სომხეთის სხვადასხვა ქალაქში მომუშავე ვეტერინარები და მეცხოველეობის დარგის სხვა პროფესიონალები. ორდღიან სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა პარაზიტოლოგია, სისხლის პარაზიტული და პროტოზოული დაავადებები, ვექტორული კონტროლი.

ინფორმაციის გაცვლის მიზნით შპს „როქისა“ და „აგროექპერტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ჩაატარეს პრეზენტაცია. ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) „კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP)“, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსი, ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ წარმატებებზე.

ამასთან ერთდ, შპს „როქმა“ სომეხ კოლეგებს წარუდგინა ის ქართული პრეპარატები, რომლებიც სომხეთში უკვე ხელმისაწვდომია, ან იგეგმება მათი ახლო მომავალში დანერგვა.