"როქი" ხორცის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრაზე
27/12/2019

2019 წლის 6 ნოემბერს გაიმართა ძროხის ხორცის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა "ჩალიანში"- ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდინარეების ნატანებისა და ჩოლოქის მიდამოებში.

ამ ადგილებში თავმოყრილია მსხვილფეხა პირუტყვის 3000-ზე მეტი ერთეული. ფერმერები აქ ძირითადად მომთაბარე მესაქონლეობას მისდევენ, გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, საქმისადმი გულითადი დამოკიდებულებითა და ქვეყნის ერთგულებით.

შეხვედრა ფერმერებთან აგრო-ექსტენციის ფარგლებში ჩატარდა და განხილული იყო ძროხეულის ხორცის წარმოება საძოვრულ და ბაგური შენახვის პირობებში; თანამედროვე კომბინირებული საკვების გამოყენების უპირატესობები და რეგიონისათვის დამახასიათებელი ვეტერინარული პრობლემების გადაჭრის გზები.

ფერმერებთან შეხვედრაში თანამონაწილეობდნენ კვების სპეციალისტები უნგრეთიდან.