ტრენინგი თემაზე „გოჭის გამოზრდის თანამედროვე ტექნოლოგიები“
27/12/2019

 5 დეკემბერს "აგროექსპერტთა ასოციაციის" და კომპანია "როქის" ორგანიზებით ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გოჭის გამოზრდის თანამედროვე ტექნოლოგიები“. 

 ტრენინგზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა, ნეზვის მომზადება დაგოჭიანებისათვის, გოჭების მოვლა და ღორებში გავრცელებული ძირითად დაავადებათა პრევენციული ღონისძიებები.

ტრენინგს ესწრებოდნენ ღორის ხორცის მწარმოებელი ფერმერები შიდა ქართლის რეგიონიდან.

"როქი" და "აგროექსპერტთა ასოციაცია" მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ადგილობრივ საკონსულტაციო ცენტრს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.