„როქი“ და „ბიოტეკსი“ ჰოლანდიური კომპანია Schils-ის წარმომადგენელს მასპინძლობდნენ
27/12/2019

10-12 დეკემბერს კომპანია „როქი“ და „ბიოტეკსი“ მასპინძლობდა ჰოლანდიური კომპანია Schils-ის წარმომადგენელს, რეგიონის გაყიდვების მენეჯერსა და მეცხოველეობის ექსპერტს ქალბატონ გაბრიელე ბონგერს.

 ჰოლანდიური კომპანია Schils წარმოადგენს საერთაშორისო Van Drie Group-ის წევრ ორგანიზაციას, რომელიც ხბოს რძის შემცვლელისა და ცხოველთა საკვების ერთ – ერთი მსხვილი მწარმოებელია და ახორციელებს ექსპორტს მსოფლიოს 75 ქვეყანაში.

კომპანია „როქი“ Schils-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ვიზიტის მიზანი იყო კომპანიის საქმიანობის მიმართულებების გაცნობა ქართველი ფერმერებისათვის, ახალი პროდუქტების პრეზენტაცია და კვლევითი საქმიანობის შედეგების გაზიარება.

 ჰოლანდიელმა ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ხბოების გამოზრდას და აღნიშნა, რომ ხბოს კვებასა და მოვლაში განხორციელებული ინვესტიცია მომავალში აუცილებლად დაუბრუნდება ფერმერს მაღალპროდუქტიული და ჯანმრთელი ძროხეულის სახით.