ფლორვილ აქუა / Florvil Aqua

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი (პრემიქსი), გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული პრეპარატი.

 

სამიზნე სახეობა: მტკნარი, მლაშე წყლების (კალმახი, ორაგული, კარპი) და ზღვის (კაპარჭინა, ზღვის ქორჭილა) თევზები.

 

მწარმოებელი ქვეყანა: ვილსანი, თურქეთი.

 

შემადგენლობა


პრეპარატის 1გ შეიცავს 500მგ ფლორფენიკოლს.


გამოყენების ჩვენებები


გამოიყენება მტკნარი, მლაშე წყლების (კალმახი, ორაგული, კარპი) და ზღვის (კაპარჭინა, ზღვის ქორჭილა) თევზების სამკურნალოდ, შემდეგი დაავადებების დროს: ფურუნკულოზი (Aeromonas salmonicida) ვიბრიოზი (Vibrio anguillaruam), ერსინიოზი (Yersinia ruckerii) ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემია  (Aeromonas hydrophila, Pseudomonas sp.), Columnaris დაავადება (Flexibaqter columnaris),  სტრეპტოკოკური ინფექციები (ჰემოლიზური და არაჰემოლიზური სტრეპტოკოკის) ზამთრის დაავადებები (Pseudomonas anguliseptica), Edwardsielloasis (Edwerdsiella ictaluri, Edweersiella tarda), პასტერელოზი (photobacterium damsel subsp. Piscidia) ზღვის ფლექსიბაქტერიოზი (Tenacibaculum maritinum) სანაშენე თევზში.
შეფუთვის ფორმა:

 

პრეპარატი გამოდის 100გ, 500გ, 1000გ თეთრ პოლიეთილენის ქილებში და 25 კგ თეთრ პოლიეთილენის ვედროში.


გამოყენების წესი და დოზირება


ფლორვილ აქუა გამოიყენება პერორალურად, თევზის საკვებში შერევით.


ფარმაკოლოგიური დოზა:
10მგ/კგ ც. წ-ზე.


პრაქტიკული დოზა: 0.02გ/კგ ც.წ-ზე.


მკურნალობის კურსი 10 დღე.

თევზის საკვების პროპორცია (ცოცხალ წონაზე გაანგარიშებით) (%)

ფლორვილ აქუა რაოდენობა 1 ტ საკვებზე (კგ)

პრეპარატის რაოდენობა 10 დღიანი მკურნალობის ჩასატარებლად

(კგ)

0.5

4

20

1

2

10

2

1

5

3

0.66

3.33

5

0.4

2


შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-250C  ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

 

იხილეთ სრულად