ოჯახის ქათამი " კოკო "
ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი
დედა ღორი " ღუტა "
ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი
კეტოგლიკოლი
საკვები დანამატი მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებიდან. არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, ზრდის სტიმულატორებს, ჰორმონებს და GMO-ს. მშრალი საკვები პროპილენგლიკოლი არის მაღალპროდუქტიული ძროხების ძირითადი საკვების მაკროენერგეტიკული დანამტი, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (კეტოზი), სისხლში გლუკოზის დონის მატების, რაციონში ენერგიის დეფიციტის კომპენსაციისათვის.
გლიცოლი (Glicol)
გლიცერინი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის გამოიყენება როგორც ენერგეტიკული ბალანსის, ენერგიის რაოდენობის ასამაღლებლად, ასევე კვების რაციონის გემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად. ნედლი გლიცერინი წარმოადგენს სამატომიან სპირტს, რომელიც შედის ტრიგლიცერიდების (ნეიტრალური ცხიმების), ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში. ერთი კილოგრამი გლიცერინი შეიცავს 13,5-14,5 მჯ მიმოცვლით ენერგიას და არ შეიცავს პროტეინებს. მცოხნავი ცხოველების ორგანიზმში გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ცხიმების ჰიდროლიზით, ფერმენტული დაშლის შედეგად გლუკოზად გარდასაქმნელად. გლიცერინის გამოყენება, როგორც საკვები დანამატი დაშვებულია ევროკავშირის მიერ და უსაფრთხოა მცოხნავი ცხოველებისათვის.
ბიოვიტი - 2 სუპერი (Biovit-2 Super)
BIOVIT-2 გამოიყენება კომბინირებული საკვების გასამდიდრებლად, ვიტამინების, მინერალების, მიკრო და მაკრო ელემენტების ასევე ამინომჟავების ნაკლებობის დროს. კერძოდ, არასრულფასოვანი კვების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთების, ავიტამინოზის, რაქიტის, სასუნთქი გზების დაავადებების, ზრდაში ჩამორჩენის, სისუსტის, კვერცხდების შემცირების დროს. მეხორცულ პირუტყვში აუმჯობესებს ზრდის ტემპს, უზრუნველყოფს ძვლოვანი და მყესოვანი სისტემის განვითარებას. აკმაყოფილებს ვიტამინების მიკრო და მაკრო ელემენტების დღიურ მოთხოვნას. ცხოველების საკვებად მიწოდებამდე პრემიქსი საფუძვლიანად უნდა შეერიოს ძირითად საკვებს.
აპსაციდ პლუს / Apsacid Plus Liq
აპსაციდ პლუს ლიქ-ის ორგანული მჟავები ამცირებენ კუჭნაწლავის pH-ს (5-მდე წევს დაბლა) და ახასიათებთ ბაქტერიციდული ეფექტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გრამუარყოფითი და გრამდადებითი პათოგენების მიმართ. პროტეოლიზური ფერმენტები ანგრევენ უჯრედის მემბრანას და გავლენას ახდენენ დნმ-ს დუბლირების მექანიზმზე, ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას.