ბიოდინ-ექსი

 

ბიოდინ-ექსის ხსნარი 1%-იანი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Povidone Iodine

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სადეზინფექციო საშუალებები.

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: 1%-იანი ხსნარი დაფასოებულია 250 მლ და 1ლ პოლიეთილენის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

1% ხსნარის 1მლ შეიცავს: პოვიდონ იოდს 10მ;

დამხმარე ნივთიერება: გლიცერინი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.

საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას. მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე, მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.

პვპ-სთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას (რაც დამახასიათებელია იოდის სპირტხსნარებისათვის), ამიტომ კანი, ლორწოვანი გარსები და ჭრილობის მიდამოები კარგად იტანს მას.

ჩვენებები

ბიოდინ-ექსი გამოიყენება შენობების, ოთახების (მათი მოწყობილობის), სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის, აპარატების, ხელსაწყოების, ინსტრუმენტების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვადასხვა დანიშნულების ინვენტარის ზედაპირების სადეზინფექციოდ და ხელები სადეზინფექციოდ.

გამოყენების წესი და დოზირება

შენობების დეზინფექცია ტარდება აეროზოლური გაფრქვევის მეთოდით 1/10 განზავებით. ხოლო ტექნიკური აღჭურვილობის დეზინფექცია - სველი დეზინფექციის მეთოდით (წმენდის, დალბობის, ჩაძირვის ან გაფრქვევის გზით) განუზავებლად.

დასაშვებია მისი ყოველდღიური გამოყენება.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25 ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.