“რიკი-ტიკი“

გველების ბიოლოგიური შემაჩერებელი “რიკი-ტიკი“

(Rikki - Tikki, Biological Stopper)

რეპელენტი, გველების საწინააღმდეგო ბიოლოგიური შემაჩერებელი,

საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო სათავსოების უსაფრთხო დამუშავებისათვის

 

მწარმოებელი: შპს “ბიოტეკსი”, საქართველო

 

  1. ზოგადი ინფორმაცია
  2. რეპელენტი, გველების საწინააღმდეგო ბიოლოგიური დამაფრთხობელი, შესასხურებელი ხსნარი გამოიყენება საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო სათავსოების უსაფრთხო დამუშავებისათვის
  3. 1 მლ ხსნარის შემადგენლობაში შედის:

მიხაკის ნაყენი 1%, პიტნის ნაყენი 1%, დარიჩინის ნაყენი 1%

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილ სულფატი, გამოხდილი წყალი

  1. გამოშვების ფორმა: 50მლ, 100მლ სპრეის სახით
  2. დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები

პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში.

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისა და ცხოველებისაგან დაცულ ადგილას, მხოლოდ ორიგინალ შეფუთვაში.

ნუ გამოიყენებთ ცარიელებულ კონტეინერს

  1. გამოყენების ჩვენებები
  2. ბიოლოგიური შემაჩერებელი “რიკი-ტიკი” ეფექტურად უმკლავდება გველებს.

-           პრეპარატის სპეციფიური სუნი აფერხებს მათ შეღწევადობას სახლის ტერიტორიაზე, ხელს უშლის მათ დაბუდებასა და გამრავლებას;

-           უსაფრთხოა ადამიანების, ცხოველებისა და ბავშვებისათვის. დასაშვებია მისი გამოყენება იმ ადგილებში სადაც ბავშვები და ცხოველები თამაშობენ.

-           გამოყენების შემდეგ ტოვებს ნაზ არომატს ხანგძლივი დროის განმავლობაში

III.        გამოყენების წესი და დოზირება

  1. გამოიყენება ოთახში ფანჯრის რაფებთან, კარის ზღურბლზე; ფარეხში, ფარდულში, სახლის სხვენებში და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლოა გველების არსებობა

-           გამოიყენება წერტილოვანი დასხურების მეთოდით შეასხურეთ მოცემული საშუალება 20-30 სმ ინტერვალით წყვეტილ ზოლად.

-           პროფილაქტიკის ან ზოგადი პრევენციის მიზნით 50 მლ საკმარისია 25-50 გრძივ მეტრზე. შესხურება აუცილებელია მოხდეს წვრილი ჭავლით და არა გამაფრქვეველით.

საუკეთესო შედეგის უზრუნველყოფა შესაძლებელია 30 დღის ინტერვალით გამეორების შემთხვევაში.

  1. ბიოლოგიური შემაჩერებელი “რიკი-ტიკი” ბიოდეგრადირებადია და მითითებისამებრ გამოყენების შემთხვევაში არ აზიანებს ოთახის ყვავილებსა და სხვა მცენარეებს.

სხვა გამაფრთხილებელი ზომები: ნუ დაასხავთ ოთახის მცენარეებს, ყვავილებს და ფოთლებს.

  1. პირადი პროფილაქტიკის ზომები
  2. პირველადი დახმარება: მოცემულმა პროდუქტმა თვალში ან კანზე მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ამოიბანეთ ის საპნიანი წყლით. კანის გაღიზიანების შემთხვევაში მოიბანეთ გაღიზიანებული ადგილი საპნითა და წყლით. თუ გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
  3. პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება ვერტიკალურ პოზიციაში. შეინახეთ მხოლოდ ორიგინალ კონტეინერში, მშრალ, ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიყენებთ დაცარიელებულ კონტეინერს.