ეკოფიტი
კოფიტის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ფუტკრის ოჯახების წინააღმდეგობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლეების, ცრუ სიდამპლის, კოლიბაქტერიოზის, ვაროატოზის, აკარაპიდოზისა და ვირუსული დაავადებების მიმართ, ზრდის დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას, ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და პრუდუქტიულობაზე. უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას.
ბიტრაზი 12,5%
ბისანი
ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
აპი-ფიდი სტიმული
ფუტკრის ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო, ფუტკრის დამატებითი საკვები
აპიდასი / Apidas
წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, იმუნოსტიმულიატორი. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: კორონი, საქართველო. შემადგენლობა: ნანოპეპდიდ-ამინო-ვიტკარბონი-800 გამოშვების ფორმა: 10 მლ და 30 მლ მინის ფლაკონში გამოყენების ჩვენებები: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი აპიდასი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების (ასკოფეროზის, ასპერგილოზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის, პარასიდამპლის, პარატიფის, გაფნიოზის, კოლიბაქტერიოზის, სეპტიცემიის), ფუტკრის ნოზემატოზის მკურნალობის დროს და აგრეთვე, პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ფუტკრის ოჯახების განვითარების სტიმულირებისათვის გაზაფხულზე და საშემოდგომო გაზრდის პერიოდში.
ფუნგისანი / Phungisan
წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფუნგიციდური, სადეზინფექციო საშუალება. სამიზნე სახეობა: ფუტკარი. მწარმოებელი ქვეყანა: სოფია, ბულგარეთი. შემადგენლობა: პრეპარატი “ფუნგისანი ბიოციდური ხსნარი” შეიცავს 5.0% დიდეცილ-დიმეთილ ამონიუმის ბრომიდს. გამოყენების ჩვენებები: გამოიყენება ფუტკრებში, როგორც Ascosphera apis და Aspergillus spp აღმძვრელის მიმართ, როგორც სადეზინფექციო საშუალება. პრეპარატი ახასიათებს (Ascosphera apis, Aspergillus spp.) ფუნგიციდური მოქმედება. გამოყენების სფერო: სკების შიგნითა ზედაპირის დეზინფექცია (ფიჭის ჩარჩოების ჩათვლით). შეფუთვა: 50 მლ და 100 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონი, მუყაოს კოლოფში.