ბეტა 1
პრეპარატი რეკომენდირებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ასევე ნაწოლების და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.
BAC 80
სადეზინფექციო საშუალება სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, საყოფაცხოვრებო-კომუნალური-საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებზე, საგანმანათლებლო, პენიტენციალურ დაწესებულებებში გამოსაყენებლად
ბაქ-200
გამოიყენება სანიტარული დამუშავება (წმენდა), დეზინფექციისათვის - მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ობიექტების, პროდუქციის რეალიზაციის ადგილების, ხორცისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების, სასაკლაოების, პატარა ცხოველების და ფრინველების შენახვის ადგილების, ბუნაგების, გალიების და სხვა ადგილების დასამუშავებლად, განსაკუთრებით მათი დეჰელმინთიზაციის შემდეგ. დაავადებული ფუტკრის სკების, ჩარჩოების და სხვა მოწყობილობების სადეზინფექციოდ, ასკოფეროზის, ასპერგილოზის, სიდამპლეების, ნოზემატოზის დროს. ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ობიექტების სადეზინფექციოდ - ტექნოლოგიური და სანიტარული მოწყობილობები, ტრანსპორტი, ავზები, წყალმომარაგების სისტემები, ხელსაწყოები, დანადგარები და ა.შ.
ფუმი ბლოკი (Fumi block)
გამოიყენება მეცხოველეობის ფერმებში, საფრინველეებში; დეზინფექცია ფუმიგაციის საშუალებით გამოიყენება სადგომებში ყველა კუთხემდე შეღწევის მიზნით. კლასიკური მეთოდებით წყლხსნარებით ჩატარებული დეზინფექციის დროს ვერ ხერხდება ნაპრალების, ბზარების, გამოყენებული ხელსაწყოების და აღჭურვილობის სრულად დეზინფექცია.
ფლაიტოქსი
პრეპარატი გამოიყენება ბუზების გასანადგურებლად მეცხოველეობის ფერმებსა და სხვა ვეტერინალური ზედამხედველობის ობიექტებზე (ცხოველების არყოფნის დროს), ასევე გამოიყენება ტარაკანებისა და რწყილების წინააღმდეგ.
კოღოებისგან დამცავი სამაჯური
ხანგრძლივი დაცვა კოღოებისგან.