ეკოსტოპი / Ecostop
google plus

წამლის ფორმა: გარეგანი მოხმარების პლასტიკური ფირფიტა, გამოიყენება მეფუტკრეობაში.

 

ფარმაკოთერაპიული საშუალება: აკარიციდული საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: ფუტკარი.

 

მწარმოებელი ქვეყანა: "პრიმავეტ-სოფია", ბულგარეთი.

 

შემადგენლობა


თითოეული ფირფიტა შეიცავს: თიმოლი 5.0 გ; პიტნის ზეთი 2.0 გ.

 

გამოყენების ჩვენებები

 

ფუტკრების ვაროატოზის და აკარაპიტოზის (ტრაქეის ტკიპა) პროფილაქტიკა და  მკურნალობა.

 

გამოშვების ფორმა: 1 ცალი მუყაოს ყუთი წარმოდგენილი 6 ფირფიტით.

 

გამოყენების წესი და დოზები

 

გამოიყენება ეკოსტოპის 1-დან 3-მდე ფირფიტა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში, ფუტკრების ოჯახების სიძლიერისა და დაავადების სიმწვავის გათვალის- წინებით. პრეპარატის ფირფიტა მოქმედებს 45 დღის განმავლობაში.
ფირფიტას ხსნიან უშუალოდ გამოყენებამდე, ათავსებენ კორპუსის ბუდეში მოთავსებულ ჩარჩოებზე.

 

შენახვის პირობები

 

ინახება მშრალ, კარგად განიავებად სათავსოში, 5°C -დან 30°C -მდე ტემპერატურაზე,

 

მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცვით,სითბოს წყაროსგან მოშორებით, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

ვარგისობის ვადა: ვარგისია გამოშვებიდან 24 თვის განმავლობაში.

 

იხილეთ სრულად