ბისანი
google plus

ბისანი

ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის

(მწარმოებელი ორგანიზაცია: შპს „ბიოტეკსი“ საქართველო)


  1. ზოგადი ცნობები
  2. სამკურნალწამლო პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბისანი (Beesane). საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: თიმოლი + მჟაუნმჟავა.
  3. სამკურნალწამლო ფორმა: ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა, მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს თიმოლს  და მჟაუნმჟავას.

  1. დაფასოებულია მინის ამპულებში 1 მლ ოდენობით

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა: 2 წელი დამზადების დღიდან.

აკრძალულია ბისანის გამოყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ბისანს ინახავენ მწარმოებლის შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და ცხოველთა საკვებისაგან ცალკე, 0°C – 25°C ტემპერატურაზე.

ბისანი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადაგასულ გამოუყენებელ პრეპარატს უტილიზებას უტარებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.


  1. ფარმაკოლოგიური თვისებები
  2. ბისანის შემადგენლობაში შემავალ მჟაუნმჟავასა და თიმოლს გააჩნია კონტაქტური მოქმედების აკარიციდული თვისებები. მჟაუნმჟავა ხელს უწყობს თიმოლის უფრო ნელ აქროლებას, რაც ახანგრძლივებს ბისანის მოქმედებას.

ბისანი ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით განეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (მე-3 კლასი ГОСТ 12.1.007-76-ის მიხედვით), რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას არ ახდენს კანზე რეზორბციულ, ადგილობრივად გამაღიზიანებელ და მასენსიბილიზებელ მოქმედებას.

ბისანი არატოქსიკურია ფუტკრებისათვის, რეკომენდებულ დოზებში არ ავლენს უარყოფით გავლენას ოჯახების ცხოველქმედებასა და პროდუქტიულობაზე, არ გროვდება მეფუტკრეობის პროდუქტებში.


III. გამოყენების წესი

  1. ბისანარს იყენებენ ფუტკრების ვაროატოზის სამკურნალოდ გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში.
  2. გამოყენების უკუჩვენება – ჰაერის 10°C-ზე დაბალი ტემპერატურა.
  3. გამოყენების წინ 1 მლ პრეპარატს აზავებენ 1 ლ თბილ (35-40°C) წყალში მოთეთრო ფერის ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. მომზადებულ ემულსიას იღებენ შპრიცით და შეასხურებენ სკაში ერთ ჩარჩო ფუტკარზე 10 მლ ოდენობით, 2-ჯერ 7 დღის ინტერვალით.

ფუტკრის ოჯახების დამუშავებას წყვეტენ მთავარ ღალიანობამდე 30 დღით ადრე, სასაქონლო თაფლში პრეპარატის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ან ატარებენ შემოდგომაზე, სასაქონლო თაფლის გამოწურვის შემდეგ.

  1. 8. ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირებისას წარმოქმნილი სიმპტომები დადგენილი არ არის.
  2. 9. მოქმედების თავისებურებები: სამკურნალწამლო პრეპარატის პირველი მიღებისას ან მისი გამოყენების შეჩერებისას არ გამოვლენილა.

განმეორებითი დამუშავების დადგენილი ვადის დაუცველობის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა განახლდეს იმავე დოზირებითა და  სქემით.

10 გვერდითი მოვლენები: ინსტრუქციის მიხედვით ბისანის გამოყენების შემთხვევაში ფუტკრებს გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღენიშნებათ.

  1. 11. სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ბისანის გამოყენება არ გამორიცხავს სპეციფიკური, პათოგენეტიკური და სიმპტომური თერაპიის სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებას.
  2. 12. დაყოვნების პერიოდი: წინამდებარე ინსტრუქციის მიხედვით სამკურნალწამლო პრეპარატით დამუშავებული ფუტკრებისაგან მიღებული თაფლი გამოიყენება საერთო საფუძვლებზე.


  1. პირადი პროფილაქტიკის ზომები
  2. 13. ბისანართან მუშაობისას უნდა დავიცვათ სამკურნალწამლო პრეპარატებთან მუშაობისას გათვალისწინებული პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები.
  3. 14. პრეპარატთან მუშაობის დროს აკრძალულია მოწევა, სმა და საკვების მიღება. მუშაობის დასრულების შემდეგ ხელი უნდა საგულდაგულოდ დავიბანოთ თბილი წყლითა და საპნით.
  4. 15. პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას კანზე ან ლორწოვან გარსებზე საჭიროა მისი დაუყოვნებლივ მობანვა გამდინარე წყლით. ბისანით მოწამვლისას ატარებენ სიმპტომურ მკურნალობას.
  5. 16. მწარმოებელი ორგანიზაცია – შპს „ბიოტეკსი“ იუმაშევის ქ №8, თბილისი, საქართველო


ინსტრუქცია შემუშავებულია შპს „ბიოტეკსი“-ს მიერ.