ბიტრაზი 12,5%
google plus


ბიტრაზი 12,5% (Bitraze)


ფუტკრების ვაროატოზის სამკურნალო–პროფილაქტიკური საშუალება


წამლის ფორმა: ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში

სამიზნე სახეობა: ფუტკარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიპარაზიტული, აკარიციდული საშუალება

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო


შემადგენლობა: შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ამიტრაზს – 12.5 %
აღწერილობა: ღია მოყვითალო ფერის სითხე სპეციფიური სუნით

გამოშვების ფორმა: მინის ამპულები 1მლ-ის ოდენობით


ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ბიტრაზი წარმოადგენს ეფექტურ აკარიციდულ საშუალებას, ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კონტაქტური და სისტემური მოქმედება Varroa-ს ტკიპების მიმართ.

    ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით ბიტრაზი მიეკუთვნება ნაკლებ საშიშ ნივთიერებებს (საშიშ ნივთიერებათა მე-3 ჯგუფს ГОСТ 12.1.007-76). არ აქვს გამოხატული კანზე რეზორბციული, ადგილობრივად გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი მოქმედება

      ბიტრაზი რეკომენდირებული კონცენტრაციითა და დოზებით არ არის ტოქსიკური ფუტკრებისთვის,  არ აქვს გამოხატული უარყოფითი ზემოქმედება ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე, არ გროვდება მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაში.

გამოყენების წესი და დოზირება: 

პრეპარატი გამოიყენება ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალოდ ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

ხმარების წინ 1მლ პრეპარატი იხსნება 2 ლ თბილ წყალში (35-40˚C) ერთგვაროვანი ემულსიის მიღებამდე. მიღებულ ემულსიას შპრიცის საშუალებით ასხამენ წვრილი ნაკადით ერთ ჩარჩო ფუტკარზე 10მლ ოდენობით. დღის პირველ ნახევარში, +10˚C ტემპერატურაზე.

მიზანშეწონილია ორჯერ დამუშავება:

  • პირველი დამუშავება ადრე გაზაფხულზე (უბარტყო პერიოდი) 7 დღიანი ინტერვალით 2-ჯერადად;
  • მეორე დამუშავება გვიან შემოდგომაზე თაფლის წურვის შემდეგ და სასურველია დაზამთრებამდე

არ შეიძლება 4-5 ჩარჩოზე ნაკლები ფუტკრის ოჯახების დამუშავება.

ფუტკრის ოჯახების დამუშავება უნდა შეწყდეს თაფლის ამოღებამდე სამი კვირით ადრე.

განსაკუთრებული მითითებები: მასიური დამუშავების წინ პრეპარატი უნდა შემოწმდეს უსაფრთხოებაზე და სამკურნალო ეფექტზე, ამისათვის ვამუშავებთ 1-2 ოჯახს (1-2 სკა), ვაწესებთ 24 საათიანი მეთვალყურეობას ფუტკრის მდგომარეობაზე და მოქმედებაზე

 არ შეიძლება 4-5 ფიჭაზე ნაკლებ სიმძლავრიანი ოჯახების დამუშავება. დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0˚C-დან 25˚C-მდე ტემპერატურაზე

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელის მისამართი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ #8