ეკოფიტი
google plus


ეკოფიტი (ECOFIT)

ეკოლოგიურად სუფთა ფიტოსაკვები მეფუტკრეობისთვის


აღწერა

კონცენტრირებული ექსტრაქტი მუქი ყავისფერი, წიწვისა და ნივრის სეციფიკური სუნით და მწარე გემოთი

შემადგენლობა

ენდემური წიწვოვნების (სოჭი, ფიჭვი, ნაძვი) ექსტრაქტი, მწარე აბზინდა, ზღვის მარილი, ნივრის ექსტრაქტი, დამხმარე საშალებები 

გამოყენების ჩვენებები

ეკოფიტ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ფუტკრის ოჯახების წინააღმდეგობას ნოზემატოზის, ასკოსფეროზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლეების, ცრუ სიდამპლის, კოლიბაქტერიოზის, ვაროატოზის, აკარაპიდოზისა და ვირუსული დაავადებების მიმართ, ზრდის დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას, ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის ოჯახის განვითარებასა და პრუდუქტიულობაზე. უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებას.

ფიტოსაკვები გამოიყენება გაზაფხულზე  გამოფრენების შემდეგ და შემოდგომაზე პროფილაქტიკის მიზნით, ასევე დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე.

დოზები და გამოყენების წესები ეკოფიტგამოიყენება გაზაფხულზე  და ზაფხულის ბოლოს, 10 მლ იხსნება თბილ (35- 40) 1ლ შაქრის სიროფში (1:1). მომზადებულ სიროფს ათავსებენ სკის ზედა საკვებურებში, ერთ ოჯახზე 500მლ ოდენობით, 2- 3 ჯერ 3-4  დღ ინტერვალით.

 

 

გამოშვების ფორმა

50 მლ პოლიეთილენის ფლაკონში

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადილას, ოთახის ტემპერატურაზე

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

 

მწარმოებელი

შპს „ბიოტეკსი“, საქართველო