აპიდარ-კობალტი(Apidar Cobalt)
google plus


აპიდარ-კობალტი(Apidar Cobalt)

დედა ფუტკრის კვერცხმდებლობის მასტიმულირებელი საშუალება


პროდუქტის ფორმა: ფხვნილი პერორალურად მისაღები, გამოიყენება მეფუტკრეობაში

სამიზნე სახეობა: ფუტკარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფუტკრის საკვები

შემადგენლობა : 1 გ ფხვნილი შეიცავს: კობალტის ქლორიდს 5-10%; ვიტამინ ჩ-ს 10-12,5%; ზღვის მარილს  1-1,5%;

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზას 100%-მდე აღწერილობა: თეთრი - მოყვითალო ფერის ფხვნილი

გამოშვების ფორმა: 20 გ-ანი ჰერმეტულად დახურული ვერცხლისფერი სამშრიანი პოლიეთილენის პაკეტები

გამოყენების ჩვენებები 

ფუტკრის საკვების შეამდგენლობაში შემავალი ნივთიერებები ავლენენ მასტიმულირებელ მოქმედებას ფუტკრის ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობაზე, ზრდიან დედა ფუტკრის კვერცხმდებლობას, ამაღლებენ არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ რეზისტენტობას.

გამოყენების წესი და დოზირება

საკვები გამოიყენება გაზაფხულზე (მთავარი ღალიანობის წინ) და ზაფხულის ბოლოს.

20გ აპიდარკობალტი იხსნება თბილ (35°С- 40°С) 10ლ შაქრის სიროფში (1:1).

მომზადებულ სიროფს ასხამენ ზედა საკვებურებში, ერთ ოჯახზე 300-500მლ ოდენობით (ფუტკრის ოჯახის სიძლიერის გათვალისწინებით) 2-3-ჯერ, 3-4 დღის ინტერვალით.

განსაკუთრებული მითითებები

თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 0℃-25℃ ტემპერატურაზე

ვარგისობის ვადა: 3 წელი

მწარმოებელი:  შპს “ბიოტეკსი“,  საქართველო