იმომედინი / Imomedine
google plus

იმომედინი

 

სამკურნალო პრეპარატის სავაჭრო დასახელება:  იმომედინი 0,1% (Imomedin 0,1%)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მედეტომიდინის ჰიდროქლორიდი (Medetomidine Hydrochloride)

მწარმოებელი კომპანია: შპს“ ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

სამიზნე სახეობა: გარეული ცხოველები, მცოხნავი ცხოველები, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა

შემადგენლობა: უფერო, გამჭვირვალე საინექციო ხსნარი, 1 მლ შეიცავს:  0,1%

აქტიური ნივთიერება:

მედეტომიდინის ჰიდროქლორიდი    1,0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

 ბენზილის სპირტი              
 ნატრიუმის ქლორიდი           
 საინექციო წყალი                        
გამოშვების ფორმა: პრეპარატი დაფასოებულია 10 მლ შუშის ფლაკონში დახურული ქლორობუტილენის რეზინის საცობით, ინერტული საფარველით, ალუმინის ბეჭდით და პოლიპროპილეის ფირფიტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება α 2 - ანტაგონისტთა ჯგუფს. პრეპარატის აქტიური ნივთიერება  მედეტომიდინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება ადრენერგული α2 -რეცეპტორების სტიმულატორებს, რომელთა მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ნერვული იმპულსების გადაცემის შეფერხებას, ნორადრენალინთან კონკურენტული  დამოკიდებულების გამო. იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას და ზრდის ტკივილის შეგრძნების ზღვარს. იმომედინის მოქმედება დამოკიდებულია დოზაზე: მცირე დოზები იწვევენ საშუალო სედაციურ მოქმედებას ანალგეზიის გარეშე, მაშინ როცა მაღალი დოზა იწვევს მნიშნელოვან სედაციურ და ანალგეზიურ ეფექტს. ინტრავენური ინექციით პრეპარატი სწრაფად მოქმედებს, ხოლო კუნთში და კანქვეშ ინექციით - უფრო გვიან.

იმომედინი კუნთში ინექციის შემდეგ მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში 15-30 წთ-ში აღწევს. სწარფად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში, სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირება 85-90%-ს შეადგენს. იმომედინი იჟანგება ღვიძლში, მცირე ნაწილი თირკმელებში მეთილირდება. პრეპარატის მეტაბოლიტების მეტი წილი გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევარ გამოყოფის პერიოდი 1-2 სთ შეადგენს. პრეპარატი ორგანიზმზზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით პრეპარატი მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (GOST 12.1.007 შესაბამისად საშიშროების მე -3 კლასი), რეკომენდებული დოზებით კარგად გადაიტანება ცხოველების მიერ, არ აქვს გამოხატული ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული და ჰეპატოტოქსიური თვისებები.
გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება გარეული და მცოხნავი ცხოველების, ღორის, სპორტული ცხენების, ძაღლებისა და კატების მიმართ სედაციისა და ანალგეზიის ეფექტის მისაღებად ქირურგიული ოპერაციების, მტკივნეული  კლინიკური პროცედურებისა და გამოკვლევების დროს. რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება საინექციო ან/და ინჰალაციური ნარკოზის ჩატარების წინ.

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში, შოკურ მდგომარეობაში მყოფი, ასევე დაუძლურებული ან დასუსტებული ცხოველებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ გაზრდილი ინდივიდუალური მგრძნობელობის  დროს. ასევე ცხოველებს მძიმე გულ-სისხლძარღვთა  და რესპირატორული დაავადებების, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კუჭის შებრუნების, ორგანოების ჩაჭედვის, საყლაპავის ობსტრუქციის) დაზიანებების, შაქრიანი დიაბეტის, თვალის მაღალი წნევის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება პარენტერალურად, ერთჯერადად ძაღლი და კატა: ვენაში, კუნთში ან კანქვეშ

სპორტული ცხენები: ვენაში

გარეული და მცოხნავი ცხოველები: კუნთში

აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია პრეპარატის განმეორებითი ინექცია პირველი მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ.

სედაციური და ანალგეზიური ეფექტის მისაღწევად

ცხენებს:  იმომედინი 0,1%-იანი, ვენაში დოზით 0,2-1,2მლ/100 კგ-ზე;

ძაღლს:  იმომედინი 0,1%-იანი - 0,1-0,8 მლ/10კგ-ზე

კატას: იმომედინი 0,1%-იანი - 0,015-0,15 მლ/კგ-ზე

პრეპარატის დოზები იცვლება სასურველი შედეგისა და ცხოველის ინდივიდუალური მახასიათებლების, ჯიშის გათვალისწინებით. პატარა ჯიშის ძაღლებისთვის  გამოიყენება იმომედინი 0,1%-ის უფრო მაღალი დოზები, ვიდრე დიდი ჯიშის ძაღლებისთვის.

ცხენებს  - პრეპარატი მიღება ინტრავენურად, ძალიან ნელა (1 მლ წუთში). რეკომენდებულია 2 სტერილური ნემსის გამოყენება: ერთი ფლაკონიდან შპრიცის შევსებისათვის, მეორე კი ცხოველის ინექციისთვის.

გვერდითი ეფექტები:

პრეპარატის მიღების შემდეგ კატების უმრავლესობასა და ძაღლების 10%-ს, ასევე ზოგ კატებს სედაციის შემდეგ აღდგენის პერიოდში აღენიშნება ღებინება. საკვების მიღება უნდა შეწყდეს ანესთეზიამდე 12 საათით ადრე. ანესთეზიამდე და ანესთეზიის მიმდინარეობის დროს ცხოველები სითბოში უნდა იმყოფებოდნენ.

ცხენებს იმომედინის მიღების შემდეგ  შეიძლება აღენიშნოთ სწრაფად გარდამავალი არითმია, კოორდინაციის დარღვევა, ოფლდენა, ზოგჯერ  კუნთების მსუბუქი კანკალი და უნებლიე შარდვა. სისხლის წნევა ჯერ უმნიშვნელოდ მაღლა იწევს, შემდეგ საწყის მაჩვენებელს უბრუნდება ან უფრო დაბლა იწევს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

საუკეთესო შედეგს იძლევა იმომედინის კომბინაცია კეტამინთან ან ბუტორფანოლთან ერთად.

იმომედინი არ შეიძლება გამოყენებული იქნას ერთობლივად  სიმპათომიმეტურ ამინებთან და ასევე კომბინაცია სულფანილამიდების ტრიმეტოპრიმთან ერთად. სამკურნალო პრეპარატების პარალელური გაყენებისას, რომლებიც ცნს დათრგუნვას იწვევენ შესაძლებელია იმომედინის დამთრგუნველი ეფექტის პოტენცირება, ამ შემთხვევაში დოზირება უნდა იყოს კორექტირებული და მორგებული.

ჭარბი დოზირება:

ცხოველებს შესაძლებელია აღენიშნოთ აპნოე, ბრადიკარდია, სისხლის წნევის ვარდნა.

პრეპარატის ჭარბი დოზირებისას როცა იმომედინის მოქმედება ცხოველის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ან თუ იმომედინის სედატიური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მოხსნა არ არის საშიში ოპერაციის დროს ცხოველისთვის, გამოიყენება ატიპამეზოლის შესაბამისი დოზა.

ბრადიკარდიის აღმოსაფხვრელად და სედაციური ეფექტის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია ატროპინის გამოყენება.

პირადი პროფილაქტიკური ღონისძიებები

პრეპარატთან მუშაობისას დაიცავით პირადი ჰიგიენისა და ტექნიკური უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამკურნალო პრეპარატთან მუშაობას. მუშაობის დასრულების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.

პრეპარატის კანთან და თვალის ლორწოვან გარსთან შემთხვევითი კონტაქტის დროს, უცბად ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით.

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ადამიანებმა თავი აარიდონ პრეპარატთან პირდაპირ კონტაქტს. ალერგიული რეაქციის გამოვლენისა ან პრეპარატის შემთხვევით ორგანიზმში მოხვედრისას მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, მიიღეთ ექიმის რჩევა (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ან ეტიკეტი).

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება  ოთახის ტემპერატურაზე (15-25℃). ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, საკვებისა და საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ.
ვარგისობის ვადა:  3 წელი, გახსნიდან ვარგისია 28 დღის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

ვადის გასვლის შემდეგ გაუხარჯავი სამკურნალო პრეპარატი ექვემდებარება უტილიზაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

მწარმოებელის მისამართი:
  საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8