ანტიმედი / ANTIMED
google plus

ანტიმედი


სამკურნალო პრეპარატის სავაჭრო დასახელება:    ანტიმედი 0,5% (Antimedi 0,5%)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  Atipamezole hydrochloride

მწარმოებელი კომპანია: შპს“ ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

სამიზნე სახეობა: გარეული ცხოველები, მცოხნავი ცხოველები, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სპეციალური ანტაგონისტი, რეცეპტორების მაბლოკირებელი აგენტი (α -2 ანტაგონისტი)

შემადგენლობა: 

ატიპამეზოლი ჰიდროქლორიდი 

ნატრიუმის ქლორიდი 

ბენზილის სპირტი       

საინექციო წყალი       

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი

გამოშვების ფორმა: 10 მლ ყავისფერი მინის ფლაკონი, დახურული რეზინის საცობით, ალუმინის ბეჭდით და პოლიპროპილენის ფირფიტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება α 2 - ანტაგონისტთა ჯგუფს.

ატიპამეზოლი ჰიდროქლორიდი - ამორჩევით ბლოკავს α2 -რეცეპტორებს (α2- ანტაგონისტი), რომელიც ხელს უწყობს ნეირომედიატორის ნორადრენალინის გათავისუფლებას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. შედეგად ხდება ნეირონული აქტივობის ზრდა და შესაბამისი სიმფათეტიკური  ნერვული სისტემის გააქტიურება.  რაც თავიდან აარიდებს მედეტომიდინის (მედამინის) და დექსმედეტომიდინის მოქმედებით გამოწვეულ გააქტიურებული α2- რეცეპტორების  ეფექტს.

ატიპამეზოლს სწრაფად მოჰყავს ცხოველი ნორმაში, ცხოველები იღვიძებენ და შეუძლიათ სიარული. ატიპამეზოლის ზემოქმედება სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა ორგანოებზე არის უმნიშვნელო, მაგრამ, როდესაც ინიშნება სედაციური საშუალების (α 2- აგონისტების) შემდეგ, იზრდება სიმფათეტიკური მოქმედება გამოხატული გულისცემასა და არტერიულ წნევაში.

ატიპამეზოლის ჰ/ქ კუნთში ინექციის შემდეგ სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში 10-15 წუთში აღწევს, ნახევრად გამოყოფის დრო დაახლოებით 1 სთ. ატიპაზოლის ჰიდროქლორიდი იჟანგება, მეტაბოლიზდება ღვიძლში, მცირე ნაწილი მეტაბოლიზდება თირკმელებში, ძირითადად გამოიყოფა  შარდით.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ანტიმედი გამოიყენება იმომედინის (მედეტომიდინის ჰ/ქ) ან დოქსმედეტომიდინის გამოყენების შემდეგ გამოწვეული:

- სედაციური და ანელგეზიური მოქმედების გასანეირტალებლად;

-  ასევე საჭიროების შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის ორგანოებზე გამოხატული  გვერდითი ეფექტების თავიდან ასარიდებლად.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში (IM), ერთჯერადად, იმომედის (მედეტომიდინის ჰ/ქ) ინექციიდან 15-წუთის შემდეგ და არაუგვიანეს 60 წუთის განმავლობაში. ჩვეულებისამებრ იმომედის გამოყენებით გამოწვეული სედაციური მდგომარეობა იხსნება და ცხოველის მდგომარეობა ნორმალიზდება ანტიმედის ინექციიდან 5-10 წუთში. ცხოველის დათრგუნული მდგომარეობის გახანგრძლივებისას დასაშვებია პრეპარატის განმეორებითი ინექცია პირველი მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ.

   გარეული ცხოველებს, მცოხნავ ცხოველებს, ღორს, ცხენს, ძაღლს - ანტიმედის ოპტიმალური დოზა (მითითებული მკგ/ კგ-ზე) იმომედინის შეყვანილ რაოდენობას 5-ჯერ აღემატება. პრეპარატის დოზა გათვლილია მილილიტრში და იმომედინის (მედეტომიდინის ჰ/ქ) დოზის ტოლია.

კატებს - ანტიმედის ოპტიმალური დოზა (მითითებული მკგ/ კგ-ზე), იმომედინის შეყვანილ დოზაზე 2.5-ჯერ მეტი უნდა იყოს. შესაბამისად  დოზა მლ-ში, იმომედინის  შეყვანილი დოზის ნახევრის (½) ტოლია.