ვილმექტინი-CL
google plus

ვილმექტინი®-CL

Ivermectine, Closantel sodium dihydrate


 

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული საშუალება

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი

შემადგენლობა

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს: ივერმექტინს 10მგ; კლოზანტელს (კლოზანტელ ნატრიუმის დიჰიდრატს) 50მგ

აღწერა: უფერო ან გამჭვირვალე ყვითელი შეფერილობის მზა სტერილური საინექციო ხსნარი

გამოშვების ფორმა:  50მლ,  100მლ და 250 მლ მინის ფლაკონსა და მუყაოს კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვილმეკტინი®-CL საინექციო ხსნარი ეს არის ენდო და ექტო პარაზიტიციდი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრისთვის.

ივერმექტინი ფართო სპექტრის  ანტიპარაზიტული საშუალებაა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ზრდასრული და უმწიფარი შინაგანი და გარეგანი პარაზიტებისა და ღვიძლის ფასციოლების  წინააღმდეგ. ივერმექტინი მაკროციკლური ლაქტონის ჯგუფის წევრი, მიიღება Streptomyces Avermilitis-ის კულტურებიდან  და შედგება 22,23 დიჰიდროავერმექტინისგან   B1a (H2B1a, მინიმუმ 80%) და 22,23 დიჰიდროავერმექტინი B1b (H2B1b, მინიმუმ 20%).

ივერმექტინი თრგუნავს მოტორული ნერვული იმპულსების გატარებას ქლორის (Cl-) არხების შენარჩუნებით გამა ამინო ბუტანის მჟავის (GABA) გამოთავისუფლების გაზრდის ხარჯზე, პარაზიტების მოტორული განგლიონის სინაფსებში (ნემატოდა) და პარაზიტების ნეიროკუნთოვან დაბოლოებებში (ფეხსახსრიანები), რაც იწვევს  პარაზიტის პარალიზებას და შემდგომ სიკვდილს.

ეს პრეპარატი ანადგურებს პარაზიტს მასპინძელი ცხოველისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ვინაიდან ივერმექტინს არ შეუძლია შეაღწიოს GABA-ერგულ ნერვებში, რომელიც გხვდება ძუძუმწოვრების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში   ჰემატოენცეფალური ბარიერის გვერდის ავლით.

პრეპარატის კანქვეშ გამოყენებისას, პლაზმაში მაქსიმალური კოცენტრაცია მიიღწევა ცხვრებში საშუალოდ 1.3 დღეში, პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდია 3.5 დღე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 8 დღე. აქტიური ნივთიერებები უკავშირდებიან და გადაადგილდებიან პლაზმის პროტეინებთან ერთად. აღწევენ ყველა ქსოვილსა და სითხეებში, თავისა და ზურგის ტვინის სითხის გარდა. ვინაიდან ის გროვდება ცხიმოვან ქსოვილში ნელა გამოთავისუფლდება და ელიმინირდება, მას გააჩნია გახანგრძლივებული ეფექტი, რომელიც ცვალებადობს 2-4 დღის მანძილზე პარაზიტის ტიპიდან გამომდინარე.  ის გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველის, ნაწილობრივ შარდის გზით. გამოყოფილი ნივთიერების 90%-ზე მეტი არამეტაბოლიზირებული აქტიური ნივთიერებაა.

კლოზანტელი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტჰელმინთურ საშუალებას სალიცილანილიდის ჯგუფიდან. სალიცილანილიდები წარმოადგენენ წყალბადის (პროტონის) იონების გადამტანებს (როგორც ოქსიდაციური ფოსფორილაზას განმაცალკავებელი აგენტები).

კლოზანტელი ნემატოდებზე მოქმედი პარაზიტიციდია და ეფექტურია გარკვეული ჰელმინთების და ფეხსახსრიანების საწინააღმდეგოდ. კლოზამექტინით მკურნალობამ როდესაც ტრემატოდები 5 და უფრო მეტი კვირის არის, აჩვენა რომ ამცირებს რეპროდუქციულ უნარს და კვერცხის გამოყოფას. 

გამოყენების ჩვენებები

ვილმეკტინი®-CL ფართო სპექტრის პრეპარატია ენდო და ექტო პარაზიტის საწინააღმდეგო მოქმედებით.

ის გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის ენდო და ეგზო პარაზიტების საწინააღმდეგო მკურნალობისა და კონტროლისთვის.

ვილმეკტინი®-CL წარმატებით გამოიყენება  ქვემოთ ჩამოთვლილი პარაზიტების საწინააღმდეგოდ:  მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის:

ენდოპარაზიტები: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები: Heamonchus placei, Ostertagia spp., O.ostertag (ზრასრული, ლარვის სტადია, ჰიპობიოტიკური ლარვა), O. lyrate (ზრდასრულები, განვითარების მე-4 სტადიაზე მყოფი ლარვები), Mecistocirrus digitatus (ზრდასრულები), Trichostrongylus axei, T. colubriformis, Cooperia onrophora, C. punctata, C. pectinata, Cooperia sp., Nematodirus helvetianus (ზრდასრულები), N. spathiger (ზრდასრულები), Oesophagostomun radiatum, Strongyloides papillosus (ზრდასრულები), Bunostomum phlebotumum, Toxacara vitulorum.

ფილტვის ენტერობიოზი: Dictyocaulus viviparous

ფილარიოზის გამომწვი: Paralaria bovicola

თვალის ნემატოდები: Thelezia sp. (ზრდასრულები),

ღვიძლის ჰელმინთოზი: Fasciola hepatica  (ზრდასრულები), Fasciofa gigantica (ზრდასრულები)

ექტოპარაზიტები:

მიაზის გამომწვევები: Dermatobia hominis (ლარვა);

Hypoderma -ს გამომწვევები: Hypoderma bovis (ლარვა), Hypoderma lineatum (ლარვა);

ჭრილობის ჭიები (პარაზიტის განვითარების ეტაპზე): Chrysomya bezziana. Cochliomya hominivorax

მწოველი და მკბენარა ტილები: Haematophinus sternus, Linognathus vituli, Bavicola bovis

ქავანას გამომწვევები: Psoroptes communis bovis, Psoroptes communis ovis, Sarcoptes scabei bavis, Chorioptes bovis

Pthirus გვარის ტილები: Linognathus vituli, Haematophinus eurysternus, Solenopotes capillatus, Damalinia bovis

ტკიპები (რამდენიმე ერთ-მასპინძლიანი ტკიპები, მსუბუქი ტკიპები): Boophylus spp., Ornithodoros savignyi

ცხვარი

კუჭ-ნაწლავის ნემატოდები: Heamonchus spp., Ostertagia spp., Trichostrongylus spp., Cooperia spp., Nematodirus spp., Oesophagostomun spp., Strongyloides papillosus, Chaberlhia ovina, Trichuris ovis

ფილტვის ენტერობიოზი:  Dictyocaulus filaria

ქავანას გამომწვევები: Sarcoptes scabei var. Ovis, Psoroptes ovis, Chorioptes bovis var. ovis

ტილები: Bovicola ovis, Linognatus pedalis, L.ovillus, L.stenopsis

ცხვრის მატყლის მფრინავი მავნებელი: Melophagus ovinus

ღვიძლის ჰელმინთოზი: Fasclola hepatica (ზრდასრულები), Fasciala glgantica (ზრდასრულები);

ცხვირის ჭიები: oestrus ovis

თვალის ნემატოდები: (Filaria)

მწოველი და მკბენარა ტილები: Haematophinus sternus, Unognathus vituli, B.ovis, Melaphagus ovinus

ჭრილობის ჭიები: Chrysomya bezziani

ტკიპები (ერთ-მასპინძლიანი): Booptryfus spp., Ornithodurus savignyi

გამოყენება და დოზირება

ვილმექტინის-CL  საინექციო ხსნარი ინიშნება მხოლოდ კანქვეშ.

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს -  კანქვეშ, კისრის ან ბეჭქვეშ არეში;

ცხვრებს - კანქვეშ,  წინამხრის ან ბარძაყის უკანა არეში.

პროცედურების ჩატარებისას დაიცავით ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესები.

ფარმაკოლოგიური დოზა: გამოიყენება მხოლოდ კანქვეშ, 0.2მგ ივერმექტინი და 2.5მგ კლოზანტელი/კგ სხეულის წონაზე. 

პრაქტიკული დოზის ცხრილი:

ცხვარი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

სხეულის წონა (კგ)

დოზირება (მლ)

სხეულის წონა (კგ)

დოზირება (მლ)

20-25

0.5

50-100

1-2

25-50

0.5-1

100-200

2-4

50-75

1-1.5

200-400

4-8

10მლ-ზე მეტი დოზირებისთვის, დოზა უნდა გაიყოს შუაზე და უნდა გაკეთდეს ორ სხვადასხვა ადგილას.

გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები

  • არსებობს რამდენიმე კლინიკური კვლევა, რომლის მიხედვითაც პარაზიტის ზურგის ტვინში იმიგრაციისას Hypoderma bovis ლარვის სიკვდილის დროს ვითარდება  პარეზი და პარაპლეფია, აგრეთვე Hypoderma lineatum ლარვის სიკვდილით გამოწვეულია სალივაცია და მეორადი მეტეორიზმი საყლაპავის პარალიზების გამო. ბორას წინააღმდეგ საბრძოლველად პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებულია კანის ბორას სეზონის დასრულებისას.
  • Chrysomia bezziana ლარვებით დაინვაზირების კონტროლი შესაძლებელია პრეპარატის შეყვანიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ვილმექტინის საინექციო ხსნარმა შეიძლება ჭრილობის ჭიის დაინვაზირების პრევენცია მოახდინოს 14 დღის განმავლობაში სამიზნე ცხოველებთან დაკავშირებული მოქმედებების დროს, როგორიცაა კასტრაცია, ფრანკირება და ყურზე იარლიყის მიმაგრება.
  • ვილმექტინის-CL საინექციო ხსნარი, ნემატოდის ტიპიდან გამომდინარე, ინფექციური ენტერობიოზის ლარვების წინააღმდეგ მოქმედებს 2-4 კვირის განმავლობაში.
  • პარაზიტების საწინააღმდეგო წარმატებული კონტროლის  უზრუნველსაყოფად ნახირში ყველა ცხოველი პრეპარატით დამუშავებას უნდა დაექვემდებაროს.
  •  პრეპარატის დანიშვნის პერიოდისა და ჯერადობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პარაზიტის ზრდის სტადიები, დაინვაზირების ხარისხი, რეგიონის კლიმატი, საძოვრის მდგომარეობა და სხვა გარემო ფაქტორები.
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საძოვრიდან სადგომში შეყვანამდე საკმარისი იქნება ვილმექტინის საინექციო ხსნარის გამოყენება ერთჯერადად.
  • ცხოველებისთვის, რომლებიც მუდმივად ან პერიოდულად იმყოფებია საძოვრულ კვებაზე, საჭიროა წლის განმავლობაში ამ პრეპარატის ინექცია რამდენჯერმე. უნდა შეირჩეს სადეჰელმინთიზაციოდ საუკეთესო დრო, გამოყენების სიხშირე და განისაზღვროს დანიშვნებს შორის ინტერვალი რეგიონის პირობებისა და სამიზნე პარაზიტების გათვალისწინებით. 
  • მოზარდეულის პირველად საძოვარზე გაყვანის წინ უნდა დაენიშნოს სამჯერადი ინექცია მე-3, მე-8 და მე-13 კვირეებზე.  
  • ცხვრებში psoroptes ovis მკურნალობის საუკეთესო შედეგების მისაღებად, რეკომენდირებულია პრეპარატის დანიშვნა ორჯერ 7-დღიანი ინტერვალით.

 

მაკეობის პერიოდში: უსაფრთხოა მაკეობის პერიოდისთვის

გვერდითი ეფექტები: ინექციის ადგილას შეიძლება აღინიშნოს გარდამავალი შეშუპება და ტკივილი.

უკუჩვენებები: პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს ძაღლებს, განსაკუთრებით კოლის ჯიშს (შეიძლება გამოიწვიოს მათი სიკვდილი).

მედიკამენტების ურთიერთქმედება: სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.  არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს.

ჭარბი დოზირება

ამტანობის ზღვარი ფართოა (მაქსიმუმ ხუთჯერ გაზრდილი დოზა უსაფრთხოა - ხბოსა და ბატკნისთვის, მაქსიმუმ 10-20-ჯერ - ზრდასრულებისთვის).

ზედოზირებისას, სიმპტომები დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, როგორიცაა მიდრიაზი, დეპრესია სხვადასხვა სიმძიმის ხარისხით, კუნთების რელაქსაცია, ატაქსია, ენისა და ტუჩის ტონუსის დაქვეითება, ჰიპერსალივაცია, მოწყვეტა თითქოს მკვდარია, კომა. ანტიდოტი ცნობილი არ არის.

დაყოვნების პერიოდი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი: სახორცედ დაკვლა დასაშვებია 35 - 42 დღის შემდეგ.

არ უნდა დაენიშნოს მეწველ ძროხებს, რომელთა რძე განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის. 

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია კანის ბორას გამომწვევების ზურგის ტვინში მიგრაციის დროს. დაუშვებელია კუნთებში და ინტრავენურად დანიშვნა.

ზოგადი სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე და მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართოთ ვეტერინარს.

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი უნდა დაენიშნოს მხოლოდ სამიზნე სახეობებს.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C).

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატის განადგურება: ნარჩენი ბოთლები არ უნდა განადგურდეს წყლით, ვინაიდან ტოქსიკურია წყლის ცოხველებისთვის.

მწარმოებელი კომპანია, ქვეყანა: VILSAN, თურქეთი