კეტოგლიკოლი
google plus


კეტოგლიკოლი

 

პროდუქტის ფორმა: ხსნარი პერორალურად მისაღები, გამოიყენება მეცხოველეობაში

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები დანამატი

შემადგენლობა, 1 მლ ხსნარი შეიცავს: 1,2-პროპანდიოლი (პროპილენგლიკოლი)

ბიოლოგიური თვისებები:

    საკვები დანამატი მზადდება ბუნებრივი ინგრედიენტებიდან. არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, ზრდის სტიმულატორებს, ჰორმონებს და GMO-ს.

მშრალი საკვები პროპილენგლიკოლი არის მაღალპროდუქტიული ძროხების ძირითადი საკვების მაკროენერგეტიკული დანამტი, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (კეტოზი), სისხლში გლუკოზის დონის მატების, რაციონში ენერგიის დეფიციტის კომპენსაციისათვის.

ჩვენებები

-         აწესრიგებს ღვიძლის უჯრედების მუშაობას;

-         ზრდის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას

-         სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ენერგიის დეფიციტს

-         თავიდან აარიდებს კეტოზებს და ასევე გამოიყენება კეტოზის სამკურნალო თერაპიის კურსში ანტიკეტოზურ პრეპარატებთან ერთად

-         ამცირებს სერვის პერიოდს, დადებითად მოქმედებს განაყოფიერებასა და ნაყოფზე.

-         ზრდის პროდუქტიულობას

-         ზრდის რძეში ცხიმისა და ცილის შემცველობას

-         ეფექტურად მოიხმარება საკვები მათი უკეთ შეთვისების ხარჯზე

-         უნაჩუნებს ცხოველებს მაღალ პროდუქტიულობას

გამოყენების წესი და დოზირება

   საკვები დანამატი კეტოგლიკოლი გამოიყენება მაღალპროდუქტიული ძროხების ძირითად საკვებ რაციონში დღიური მიღების ნორმების შესაბამისად (იხილეთ ცხრილი). საკვები დანამატი უნდა შემოიღონ ცხოველების რაციონში თანდათან 5-7 დღის განმავლობაში. შეურიეთ კომბინირებულ საფურაჟე მარცლეულის საკვებს ისე, რომ ცხოველები კონცენტრატების დღიურ ნორმირებულ რაოდენობასთან ერთად იღებდეს საკვები დანამატის დღიურ ნორმას. გამოიყენება არანაკლებ ორი მიღება.

 

 

მიღების დღიური ნორმა (მლ/ერთ სულზე)

ჩვენებები

 

მიღების დღიური ნორმა

(მლ/ერთ სულზე)

ძროხების კეტოზების პროფილაქტიკისათვის მოგებამდე 2-3 კვირით ადრე და მოგებიდან 2-3 კვირის შემდეგ

 

300-500

კეტოზის მკურნალობა ანტიკეტოზურ პრეპარატებთან ერთად 10-14 დღის განმავლობაში

 

450-650

 

განსაკუთრებული მითითებები

კეტოგლიკოლი არ წარმოადგენს ცალკე საკვებს, ესაა დანამატი ძირითად საკვებ რაციონთან.

არ გამოიყენება სხვა სახეობის ცხოველებისათვის

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი ეფექტები და გართულებები იქნა გამოვლენილი

უკუჩვენებები

 არ არის გამოვლენილი

დაყოვნების პერიოდი

ხორცი და რძე პროდუქტის გამოყენების შემდეგ შეზღუდვების გარეშე გამოიყენება

გამოშვების ფორმა

1ლ პოლიეთილენის ფლაკონი

5 ლ პოლიეთილენის ფლაკონი

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ,  გრილ ადგილას -25-დან +25 ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი

შპს „ბიოტეკსი“, იუმაშევის #8, თბილისი, საქართველო