ფლაიტოქსი

 

გამოყენების ინსტრუქცია

 ფლაიტოქსი

(მწარმოებელი: ALPOVET  LIMITED, კიპრი)

 

  1. ძირითადი ინფორმაცია

1.1    ინსექტიციდური საშუალება ფლაიტოქსი არის საკვები სატყუარა გრანულირებული ფხვნილის სახით.

1.2    ფლაიტოქსი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: თიამეთოქსამს 10% და დამხმარე ნივთიერებებს: Z-9-ტრიკოზენს (ბუზის სასქესო ფერომონი)-0.05% და შემავსებლებს (შაქარს, კონსერვანტებს, სახამებელს).

1.3   წარმოდგენილი ფხვნილი (გრანულები) არის კრემისფერიდან ბაცი ყვითელი ფერის, უსუნო. წყალში გახსნის შემდეგ წარმოიქმნება რძისფერი-კრემისფერი სუპენზია.

1.4   დაფასოება ხდება პოლიეთილენის პაკეტებში 100გ ან 400გ ან ლითონისებრი პოლიეთილენის აპკებში

1.5   პროდუქტი ინახება 10°С-დან 30°С-მდე ტემპერატურაზე, შუქისგან, ბავშვების, შინაური ცხოველებისა და ფრინველისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტების, ცხოველის საკვებისგან მოშორებით.  

ვარგისიანობის ვადა 3 (სამი) წელი, წარმოების თარიღიდან.

 

2      ფარმაკოლოგიური თვისებები

2.1   პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თიამეთოქსამი, მიკეუთვნება ნეონიკოტინოიდების ჯგუფს. რომელსაც გამოხატული აქვს კონტაქტური და ნაწლავური ინსექტიციდური მოქმედება ბუზების, რწყილების, ტარაკანების და სხვა  ფეხსახსრიანების საწინააღმდეგოდ. თიამეთოქსამი ბლოკავს ნიკოტინ-აცეტილქოლინის რეცეპტორებს ნერვული უჯრედების პოსტსინაფსურ მემბრანაში, რაც იწვევს მწერების სიკვდილს. პრეპარატი აქტიურია მწერების მიმართ, რომლებიც რეზისტენტულია ფოსფორორგანული ინსექტიციდების, პირეტროიდების და კარბამატებისადმი. ტრიკოზენი, ბუზის სასქესო ფერომონი და დამხმარე ნივთიერება, რომელიც შედის პროდუქტის შემადგენლობაში, იზიდავს მწერებს პრეპარატის წასმის ადგილას.  ფლაიტოქსის მოქმედება იწყება მწერების პრეპარატთან შეხებიდან 3-5 წუთის შემდეგ.  

2.2    თბილსისხლიანი ცხოველების ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით, ეს პრეპარატი მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ ნივთიერებებს, რეკომენდირებული კონცენტრაციებით მას არ ახასიათებს გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზირებელი მოქმედება. პრეპარატი ტოქსიურია თევზებისა და ფუტკრებისთვის.

 

3      გამოყენების წესი

3.1. გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ბუზების გასანადგურებლად მეცხოველეობის ფერმებსა და სხვა ვეტერინალური ზედამხედველობის ობიექტებზე (ცხოველების არყოფნის დროს), ასევე გამოიყენება ტარაკანებისა და რწყილების წინააღმდეგ.

3.2.   გამოყენების წესი და დოზირება

 ინსექტიციდური საშუალება ფლაიტოქსი გამოიყენება ხსნარის სახით, ზედაპირებზე წასმით ან  შესხურებით. პრეპარატი იხსნება თბილ წყალში (35-40°С ტემპერატურაზე) ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.

 

დამუშავების მეთოდი

ინსექტიციდური საშუალება ფლაიტოქსი

წყალი

ზოლის რაოდენობა ზომით 10х30 სმ

შენობის ფართობი

წასმა ზედაპირზე

100 

80 მლ

არანაკლებ 8

40 2

400

320 მლ

არანაკლებ 30

160 2

გაფრქვევა (შესხურება) ზედაპირზე

100

800 მლ

20 2

400 

3,2 

80 2

 

       მზა სამუშაო ხსნარი გამოიყენება მწერების თავმოყრის ადგილებში (ოთახის თბილ მზიან კედლებზე, ფანჯრის ჩარჩოებზე, ფანჯრის რაფებზე, კარებზე, საყრდენზე, ღობის ნაწილები, მილებზე, რძის მილსადენებზე და სხვა ზედაპირებზე). დამუშავების წინ საფრინველეებიდან უნდა მოხდეს კვერცხების შეგროვება და გამოტანა, დამუშავებისას ცხოველები უნდა გაიყვანონ სადგომებიდან, ასევე ამოღებული უნდა იქნას საკვების და წყლის ნარჩენები, ინვენტარი, ხოლო  საწველი აპარატურა დაიფაროს სპეციალური საფარით.  

      ცხოველებთან პრეპარატის შეხების თავიდან არიდების მიზნით, დამუშავების შემდეგ საჭიროა ზედაპირების დამუშავება გარკვეულ სიმაღლემდე, რომელიც მიუწვდომელი იქნება ცხოველებისთვის. კერძოდ, საღორეში საჭიროა კედლის დამუშავება იატაკიდან 1.5 მეტრეზე მაღლა  და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებში იატაკიდან 2 მეტრზე მაღლა. დასაშვებია შენობის ზედაპირების ცალკეული ნაწილების ლოკალური დეზინფექცია ინტენსიური ვენტილაციისა და ადამიანებისა და ცხოველების არაყოფნისას უშუალო სიახლოვეს დასამუშავებელ ობიექტებთან.  

ნაცხის წასმა ზედაპირზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატს ანზავებენ ცალკე ჭურჭელში 100გ-ს 800მლ წყალზე გაანგარიშებით  და გულდასმით ურევენ ერთგვაროვანი სუსპენზიის მისაღებად. ხსნარი ზედაპირზე ისმევა ფუნჯით ზოლის სახით, ზომით 10 х 30სმ. ხსნარის წასასმელად მოუხერხებული ზედაპირების შემთხვევაში (ხის, მობათქაშებული და შეთეთრებული ზედაპირების არსებობისას) ან როცა არასასურველია საშუალების უშუალოდ კედლებზე და  ინტერიერის საგნებზე წასმა, ხსნარს უსვამენ მუყაოს ან პოლიეთილენის ზოლებზე და ამაგრებენ კედელსა და ჭერზე.

გაფრქვევა ზედაპირებზე.  სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი აპარატის მოცულობის მიხედვით პრეპარატს ანზავებენ 100გ-ს 800მლ წყალზე გაანგარიშებით  და გულდასმით ურევენ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. უშუალოდ შესხურებას უნდა დაექვემდებაროს კედლისა და ჭერის დაახლოებით 30%.

შენობაში დასაშვებია შესვლა დამუშავებული ზედაპირების სრული გამოშორობის  და შენობის 30-40 წუთის განმავლობაში განიავების შემდეგ.

განმეორებითი დამუშავება ტარდება ენტემოლოგიური ჩვენებების მიხედვით: ბუზების დაგროვების ან მათი შენობაში მუდმივად შემოფრენის შემთხვევაში.

3.3. სპეციალური მითითება:

მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას 12 საათის განმავლობაში. ხსნარის გამოყენებამდე საჭიროა მისი გულდასმით შერევა. დამუშავების პროცესის შესწყვეტისას 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, საფუძვლიანად მოურიეთ ხსნარს.

      დაუშვებელია იმ ზედაპირის დამუშავება, რომელიც შეიძლება იყოს შეხებაში საკვებ პროდუქტებთან და ცხოველის საკვებთან, საკვებურებთან და საწყურებლებთან, ასევე ზედაპირთან, რომელთანაც შეიძლება შეეხებაში იყოს ცხოველები.  პრეპარატის წასმა არ არის რეკომენდირებული ჭუჭყიან, ფართე ფორიან ან ახალშეთეთრებულ ზედაპირებზე. პრეპარატის ნარჩენი არ უნდა გადაღვაროთ ნიჟარაში ან კანალიზაციაში.  

 

4.       სიფრთხილის ზომები

4.1. დამუშავება უნდა მოხდეს სპეცტანსაცმელის, რეზინის ხელთათმანების, ჰერმეტული დამცავი სათვალეების და რესპირატორების გამოყენებით.

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას კანზე და ლორწოვან გარსებზე.

დამუშავების დროს დაუშვებელია საკვების, სასმელის მიღება და თამბაქოს მოხმარება. დამუშავების დამთავრების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა თბილი წყლით და საპნით.

ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში საჭიროა პირის დაუყოვნებლივ გამოყვანა კარგი ვენტილაციის მქონე შენობაში ან სუფთა ჰაერზე და მიმართეთ დახმარებისთვის ექიმს. კანზე ან ლორწოვან გარსზე პრეპარატის მოხვედრის შემთხვევაში დიდი ოდენობის წყლით დაიბანეთ ადგილი. პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვისას, საჭიროა რამდენიმე ჭიქა წყლის დალევა და შემდეგ 10-20 აბი აქტივირებული ნახშირის მიღება. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გამოუყენებელი ხსნარის უტილიზაცია ხდება საშიში ნარჩენების მსგავსად. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს, პრეპარატით მოწამვლის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური მკურნალობა.