აპსავიტ ოვოსმარტი / Apsavit Ovosmart
google plus

აპსავიტ ოვოსმარტი

ვიტამინურ-მინერალური დანამატი, კვერცხის ცილისა და ნაჭუჭის გამაუმჯობესებელი საშუალება, გამოიყენება ფრინველების და კვერცხმდები ქათმებისთვის
მწარმოებელი: Andres Pintaluba, s.a.  ესპანეთი



I.    ზოგადი ცნობები


1.    ვიტამინურ-მინერალური დანამატი "აპსავიტ ოვოსმარტი" (Apsavit Ovosmart), კვერცხის ნაჭუჭის და ცილის გამაუმჯობესებელი საშუალება, გამოიყენება ფრინველებისა და კვერცხმდები ქათმებისათვის.

2.    ვიტამინურ-მინერალური დანამატის 1 კგ შეიცავს: კალციუმის კარბონატს 55.15%; ნატრიუმის ბიკარბონატს 25%; ნატრიუმის სულფატს .5%; მაგნიუმის სულფატს 4%; კოლოიდური კაჟმჟავას 2%; მონოკალიუმფოსფატს 0.2% და დანამატებს 1კგ-მდე ვიტამინებს, პროვიტამინებსა და ქიმიურად კარგად განსაზღვრულ ნივთიერებებს, რომელთაც მსგავსი ეფექტი აქვთ: ვიტამინი A - 500 000 სე; ვიტამინი D3 300 000 სე;
    

მიკრო ელემენტებს: მანგანუმის სულფატის ტეტრაჰიდრატს - 13 440 მგ; თუთიის ოქსიდს -13 320 მგ; რკინის სულფატის ჰეფტაჰიდრატს - 1 800 მგ; სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატს - 1 560 მგ; თუთიის ხელატის ამინო მჟავის ჰიდრატს - 1 500 მგ;  მანგანუმის ხელატის ამინო მჟავის ჰიდრატს - 1 500 მგ;

3.    ვიტამინურ-მინერალური დანამატი დაფასოებულია 10კგ და 25კგ კრაფტის ქაღალდის ტომრებში.


დაფასოების ყველა ერთეულს აქვს მარკირება  და მითითებულია მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები. პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ, გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია წარმოების თარიღიდან 2 წელი.

II.    ბიოლოგიური თვისებები


5.    აპსავიტ ოვოსმარტი ვიტამინებისა და მინერალების ნარევია, რომელიც აუმჯობესებს და ინარჩუნებს კვერცხდების მაღალ მაჩვენებლებს, კვერცხის ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე. მინერალების ამინომჟავებთან კომბინირებული კომპოზიცია მაქიმალურად უზრუნველყოფს მინერალების შეწოვას და დალექვას კვერცხის ნაჭუჭის რეტიკულუმში.

6.    აუმჯობესებს კვერცხის ნაჭუჭის ხარისხის, რომელიც ეფექტურად ზრდის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს საკვერცხისა და კვერცხსავალის ეპითელიუმის მთლიანობას. თავისუფალი რადიკალების ხარჯზე აღადგენს დაზიანებას ეპითელიუმში, რომელიც უნარჩუნებს ან აღადგენს ნორმალურ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს.


კვერცხის შენახვისას ხელს უწყობს მაღალი ხარისხის (ჰაუს - HU ერთეულის) შენარჩუნებას და ამცირებს კვერცხის წონის კლების მაჩვენებელს.

III.    გამოყენების ჩვენებები


7.    გამოიყენება კვერცხდების ნორმალურ პირობებში, ცხელი სეზონის დაწყებამდე 1 თვით ადრე და ცხელ კლიმატურ პირობებში, რათა თავიდან იქნეს აცილებული კვერცხის ნაჭუჭის დეფექტები (სისუსტე და მსხვრევის მაღალი მაჩვენებელი), ცილის დაბალი მახასიათებლები:

-    კვერცხის ნაჭუჭის მსხვრევა;
-    კვერცხის გაბზარვა, ნაჭუჭის დაბალი გამძლეობა და ნაჭუჭის არაერთგვაროვანი ფორმა;
-    დაბალი კონსისტენციისა და გაწყალებული ცილის არსებობა;
    ხელს უწყობს კვერცხდების პერიოდის გახანგრძლივებას, ასაკოვან კვერცხმდებ ქათმებისთვის. ასევე გამოიყენება სტრესის ან საკვების უკმარისობის დროს;

8.    ვიტამინებისა და მინერალების ნარევი ეძლევა ფრინველს პერორალურად საკვებთან ერთად, (კვერცხმდები ქათმები):  1-3 კგ/ტ საკვებზე.

9.    გამოყენებისას უკუჩვენებები მითითებული არ არის

10.    დაყოვნების პერიოდს არ საჭიროებს

IV.    პირადი პროფილაქტიკის ზომები


11.    მუშაობის დროს დაიცავით პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც საკვებდანამატებთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.