ბიომასტი / Biomast

ბიომასტი ზეთოვანი სუსპენზია, გამოიყენება ვეტერინარიაში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული საშუალება.

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა.

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 50 მგ.

გამოყენების ჩვენებები

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და თხა - სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ჩხიროვანი ბაქტერიებით, კორინობაქტერიებით და ფსევდომონადებით (ტუბერკულოზის აღმძვრელის გარდა) გამოწვეული ქრონიკული და მწვავე მასტიტი.

გამოშვების ფორმა: 10 მლ ერთდოზიანი პოლიეთილენის შპრიცში

გამოყენების წესი და დოზირება

დასაშვებია პრეპარატის მცირედ გამყარება, მოხმარების წინ პრეპარატი შეათბეთ სხეულის ტემტერატურამდე (37oC-მდე)
მსხვილფეხა პირუტყვი: 10მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე, 12-24 სთში, ერთჯერ.

ცხვარი და თხა: 5მლ ცურის ყოველ დაავადებულ მეოთხედზე, 12-24 სთ-ში ერთჯერ.

მშრალობის პერიოდში: 10მლ უნდა შეიყვანოთ სარძევე ჯირკვლის არხიდან დაავადებულ მეოთხედზე, ბოლო მოწველიდან 10-14 დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 15-25°C  ტემპერატურისა.

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

მწარმობელი: ბიოტეკსი, საქართველო

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ