აპსაჩემ ქლინი 5 ლ

აპსაჩემ ქლინი

ძლიერი ტუტე ქაფიანი სარეცხი საშუალება

შემადგენლობა:

კალიუმის ჰიდროქსიდი ≥5% <15 %

თვისებები:

აპსაჩემ ქლინი წარმოადგენს ძლიერ ტუტე, ქაფიან სარეცხ საშუალებას, რომელიც იდეალურია კვების მრეწველობაში, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში სხვადასხვა აღჭურვილობისა და საწარმოო ობიექტების გასარეცხად და გასაწმენდად.

პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ ადგილებში, სადაც რეცხვა და დეზინფექცია ერთდროულად ტარდება, რაც უზრუნველყოფს გაწმენდის მაღალ ეფექტურობას.

აპსაჩემ ქლინი ხელს უწყობს სანიტარული პირობების დაცვას და დაავადებების პრევენციას. მისი მაღალი სიმკვრივის ქაფი უზრუნველყოფს ხანგრძლივ კონტაქტს ზედაპირთან და ეფექტურ გაწმენდას.

     პროდუქტის მახასიათებლები:

  • ქაფზე დაფუძნებული ეფექტური ფორმულა;
  • ქაფი ეფექტურად არბილებს ორგანულ ნადებს, ცილებსა და ცხიმებს, რაც უზრუნველყოფს მათ მარტივად მოცილებას;
  • ქაფის წარმოქმნა უზრუნველყოფს პრეპარატის ზედაპირთან ხანგრძლივ კონტაქტს და ზრდის გაწმენდის ეფექტურობას;
  • შეიცავს კირის შემაკავებელ აგენტებს, რომლებიც ხელს უშლიან ზედაპირებზე კიროვანი ნადების წარმოქმნას

გამოყენების სფერო:

აპსაჩემ ქლინი გამოიყენება ყველა ტიპის  აღჭურვილობის, ზედაპირებისა და ინტენსიური წარმოების ობიექტის  წმენდა-რეცხვისთვის.

პროდუქტი გამოიყენება:

  • მეფრინველეობის ფერმებში;
  • მეცხოველეობის ფერმებში;
  • სასაკლაოებში;
  • კვების საწარმოო ობიექტებში.

გამოყენების წესი და დოზირება

რეცხვა ტარდება პრეპარატის 2–3%-იანი ხსნარით.

მაღალი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია ქაფის ზედაპირზე დაყოვნება 15–30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ზედაპირი უნდა ჩამოირეცხოს სუფთა წყლის ჭავლით.

 

აპლიკაციის პარამეტრები

აპსაჩემ ქლინის კონცენტრაცია

დასამუშავებელი ზედაპირის ფართი

განზავების მოცულობა

2% ხსნარი   1:200

3 % ხსნარი                        1:33

100 მ2

10 ლ

0,2 ლ

0,3 ლ

500 მ2

50 ლ

1 ლ

1,5 ლ

1 000 მ2

100 ლ

2 ლ

3 ლ

 

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია უსაფრთხოებისა და პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

რეკომენდებულია სპეციალური დამცავი ტანსაცმლის, დამცავი ხელთათმანისა და დამცავი სათვალის გამოყენება.

მოერიდეთ კანთან და თვალებთან პირდაპირ კონტაქტს.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  3 წლის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 5 ლ და 25 ლ პოლიეთილენის კანისტრები

მწარმოებელი: ანდრეს პინტალუბა, ესპანეთი (andres pintaluba, s.a.)

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ