იხტიოლის მალამო 10% ან 20% / Unguentum Ichthyoli 10%,20%

წამლის ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ღორი, კენტჩლიქიანები, ბოცვერი, ძაღლი, კატა.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: მალამოს 1გ შეიცავს:  იხთიოლს 0,1მგ ან 0,2მგ;


გამოყენების ჩვენებები

 
ღია ჭრილობები, დამწვრობა, ეგზემა, დერმატიტები, ჩირქოვანი ჭრილობები, ნაწიბურები, ნახეთქები.


გამოშვების ფორმა: 10%-ანი მალამო  20გ პოლიეთილენის ქილაში; 20%-ანი მალამო 20გ პოლიეთილენის ქილაში და 500 გ პოლიეთილენის კონტეინერში.


გამოყენების წესი და დოზები


მალამო გამოიყენება ადგილობრივად, უნდა შეეზილოს დაზიანებულ კერას და მის გარშემო ქსოვილებს, ან თხელი ფენა წაესმება სუფთა თეთრ ქსოვილზე ან დოლბანდზე. გადახვევებს და შეზელვას აწარმოებენ დღეში 2-3ჯერ გამოჯანმრთელებამდე.


შენახვის პირობები 


პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 20°C  ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ