წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები გრანულები, გამოიყენება მეფუტკრეობაში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მინერალური საკვები დანამატი.
სამიზნე სახეობა: ფუტკარი.
მწარმოებელი ქვეყანა: პრიმავეტ - სოფია, ბულგარეთი.
შემადგენლობა
ნატრიუმის ქლორიდი 0.430გ, კობალტის ქლორიდი 0.019გ, დინატრი ფოსფატი 0.010გ, დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი 5.0 გ-მდე.
გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლოფის შეფუთვაში მოთავსებულია 5 პოლიეთილენის პაკეტი, თითოეული 5გ-ის ოდენობით.
დანიშნულება: ფუტკრის ოჯახების სტიმულირებისათვის.
მოქმედების მექანიზმი: სტარტოვიტი, მასში შემავალი ნატრიუმის, ქლორის, კობალტისა და ფოსფორის იონების შემცველობის საფუძველზე, სტიმულირებს დედის კვერცხმდებლობაზე და ფუტკრის შრომისუნარიანობაზე. შედეგად, ჩქარდება ფუტკრის ოჯახების ოპტიმალური განვითარება გაზაფხულზე, ხოლო ფუტკრის პროდუქტების მოპოვება-მატულობს, ბარტყის რაოდენობა იზრდება 74%-მდე, ხოლო სეზონის მანძილზე ფუტკრის რაოდენობა მატულობს 30%-მდე. გაზაფხულზე მისი გამოყენება ძლიერ განვითარებულ ფუტკრის ოჯახებში მიგვიყვანს ნაყრიანობის მდგომარეობამდე.
გამოყენების ჩვენებები
გაზაფხულზე - სუსტ და საშუალო სიძლიერის ოჯახებში რათა გადაილახოს ცვალებადი პირობები და დაჩქარდეს ოჯახის განვითარება ღალიანობის დაწყებამდე.
ზაფხულის I ნახევარში: ძლიერ ფუტკრის ოჯახებში, რათა შეიქმნას ნუკლეუსები (ახალი ოჯახები).
ზაფხულის II ნახევარში: დედის კვერცხმდებლობისა და ფუტკრის ოჯახებში ახალგაზრდა ფუტკრების რაოდენობის შენარჩუნებისათვის.
გამოყენების წესი და დოზირება
თითოეული შეფუთვა შეიცავს 5 პაკეტს, თითოეული 5გ-ის ოდენობით. ერთი 5გ პაკეტი იხსნება 10ლ. შაქრის სიროფში (1:1).
ფუტკრის ოჯახს ეძლევა 500 მლ. სიროფი 3-5 ჯერ, 3-5 დღის ინტერვალით.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.