პრიმავილინი - LA 300 / Primavilin- LA 300

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება, ანტიბიოტიკი.


სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა.


მწარმოებელი: ვილსანი, თურქეთი.


შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატს 300მგ.


გამოყენების ჩვენებები:


გამოიყენება რესპირატორული და საშარდე სისტემის ინფექციების, ვირუსული დაავადებების შემდგომი მეორადი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა თურქული, პასტერელოზი, სახსრებისა და ჭიპლარის ინფექციები, ჩლიქების ინფექციები და ტრანსპორტირების სტრესი.


გამოშვების ფორმა: 100 მლ გაუმჭირვალე მინის ფლაკონში.


გამოყენების წესი და დოზები:


მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრების და თხებისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზები:


პრაქტიკული დოზა: პრეპარატის 3-4 დღიანი მოქმედების ეფექტურობისათვის გამოიყენება პრეპარატი დოზით 1მლ/15კგ ც.წ-ზე, ხოლო 4-6  დღიანი მოქმედებისათვის-1,5მლ/15კგ ც.წ-ზე.


შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ