აპსა პოლივიტესელი 1 ლ

აპსა პოლივიტესელ

კუნთების მეტაბოლიზმის და პროდუქტიულობის ძლიერი სტიმულატორი

ორალური ხსნარი სასმელ წყალში გამოსაყენებლად
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის

ვიტამინურ-მინერალური დანამატი

სამიზნე სახეობა: შინაური ფრინველი, ღორი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ვიტამინები მინერალებით,

შემადგენლობა: 1ლ შეიცავს ვიტამინი E – 80 000 მგ,  სელენი (ნატრიუმის სელენატი) 245მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ვიტამინი E-სა და სელენის კომბინაციას, რომელიც ავლენს ძლიერ სინერგიულ მოქმედებას და ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, პროდუქტიულობის ზრდას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.

სელენი და ვიტამინი E-ს სინერგიული მოქმედება  გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და გულის მუშაობას, კუნთების და საკვების მონელების ფუნქციას.

ვიტამინი E მონაწილეობს ბიოლოგიური მემბრანების დაცვაში, აფერხებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას და იცავს უჯრედულ სტრუქტურებს დაჟანგვითი დაზიანებისგან. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

სელენი წარმოადგენს აუცილებელ მიკროელემენტს, რომლიც მონაწილეობს ლიპიდების ჟანგვით რეაქციაში, ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, განსაკუთრებით E ვიტამინთან კომბინაციაში, სელენი ხელს უწყობს იმუნური პასუხის გაუმჯობესებას და ამცირებს თეთრკუნთოვანი დაავადების განვითარების რისკს.

ფრინველებში პრეპარატი ხელს უწყობს ექსუდაციური დიათეზის (სითხის დაგროვება მუცლის ღრუში და სახსრებში), კუნთოვანი სისუსტისა და ზრდის შეფერხების პრევენციას.

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ხელს უწყობს ნაყოფის შენარჩუნებას და ამცირებს საკვერცხის კისტების განვითარების რისკს.

ცხენებში გამოიყენება ანორექსიის, კუნთოვანი სისუსტის, ტაქიკარდიისა და დიარეის დროს.

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება

  • ვიტამინი E-სა და სელენის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
  • იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;
  • ვირუსული დაავადებების შემდეგ აღდგენითი თერაპიისთვის;
  • ვაქცინაციამდე ორგანიზმის მოსამზადებლად;
  • კუნთებში ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებისთვის;
  • თეთრკუნთოვანი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის;
  • ორგანიზმის დაჟანგვითი დაზიანებისგან დასაცავად;
  • კუნთოვანი ბოჭკოებისა და სისხლძარღვთა სისტემის დასაცავად;
  • ლაქტაციის გასაუმჯობესებლად.

გამოყენების წესი

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, სასმელ წყალთან ერთად, გამოყენების წინ ფლაკონი კარგად უნდა შეანჯღრიოთ.

დოზირება:

შინაური ფრინველი, ღორი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა:  0.5–1 მლ / 1 ლ სასმელ წყალზე, 5–7 დღის განმავლობაში.

მეკვერცხული ფრინველი: 0.5 მლ / 1 ლ სასმელ წყალზე, 5–7 დღის განმავლობაში.

ბროილერის წიწილები პროფილაქტიკის მიზნით: 0.1 მლ / 1 ლ სასმელ წყალზე, 5–7 დღის განმავლობაში.

ბროილერის წიწილები დაავადების დროს: 0.25 მლ / 1 ლ სასმელ წყალზე, 5–7 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას უკუჩვენებები არ აღინიშნება.

დაყოვნების პერიოდი

პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხორცი, რძე, კვერცხი გამოიყენება შეუზღუდვის გარეშე.

შენახვის პირობები

ინახება გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

გამოშვების ფორმა. 1 ლ პოლიეთილენის ბოთლში

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვი

მწარმოებელი: ანდრეს პინტალუბა ესპანეთი (andres pintaluba, s.a.)

 

 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ