ფურაზოლიდონი / Furazolidone

წამლის ფორმა:  პერორალურად მისაღები ფხვნილი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება.

 

სამიზნე სახეობა: ფრინველი, ხბო, ღორი, ძაღლი, კატა.

 

მწარმოებელი: ბიოტეკსი, საქართველო.

 

შემადგენლობა: 1გ ფხვნილი შეიცავს: ფურაზოლიდონს  1000 მგ.

 

მწარე გემოს, ყვითელი ფერის, კრისტალური, პრაქტიკულად წყალში უხსნადი ფხვნილი.

 

გამოყენების ჩვენებები:

 

ფურაზოლიდონი გამოიყენება სასოფლო სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.

 

ფრინველი - ჰისტომონოზი, ტრიქომონოზი, სალმონელოზი, ეიმერიოზი;

ღორი - ბალანტიდიოზი, ბაქტერიული დიზენტერია, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი.

 

გამოშვების ფორმა: 250გ პოლიეთილენის პაკეტში.

 

გამოყენების წესი და დოზები:

 

ფურაზოლიდონი მიიღება პერორალურად საკვებთან ერთად ან ინდივიდუალურად შემდეგი დოზებით:

 

გამოიყენება მოზარდებში:

 

წიწილები – ჰისტომონოზი, სალმონელოზი, ტრიქომონოზი, ეიმერიოზი - 2,5 – 3 მგ/კგ ც.წ-ზე 5-8 დღის  განმავლობაში;

ხბო და გოჭი - ბალანტიდიოზი, ბაქტერიული დიზენტერიები, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი:

ხბო - 4-5მგ/კგ ც.წ-ზე, 3-5 დღე.

გოჭი – 10მგ/კგ ც.წ-ზე, 3-7 დღე.     

ძაღლი და კატა გამოიყენება ამებით გამოწვეულ კოლიტზე - 2,2მგ/კგ ც.წ-ზე, ყოველ 8 სთ-ში ერთჯერ, 7 დღის განმავლობაში.

 

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს  18-25°C  ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

იხილეთ სრულად 

დაგვიკავშირდი შეიძინე ონლაინ