CALCIUM PLUS
Calcium Plus - ცხოველის ორგანიზმში ავსებს კალციუმის დეფიციტს, გამოწვეული ლაქტაციის დაწყებით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან კალციუმის მაღალი შეწოვა განპირობებულია ვიტამინი D3-ის არსებობით. პრეპარატი ასევე უზრუნველყოფს ცხოველის ორგანიზმს მაგნიუმით, რომლის დაბალი დონე სისხლში ჰიპოკალცემიის ერთერთი გამომწვევი მიზეზია. Calcium Plus ხელს უშლის მშობიარობის შემდგომი პარეზის წარმოქმნასა და მშობიარობის შემდგომ მომყოლის დაბადების შეჩერებას, განსაკუთრებით მაღალპროდუქტიულ და რამდენჯერმე მონაგებ ძროხებში. ამავე დროს პრეპარატი ეფექტურია კეტოზის პრევენციისათვის, რამდენადაც ის შეიცავს გლიცერინს-გლუკოზის წინამორბედს და B ჯგუფის ვიტამინებს, რაც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
D კლოპანი (D-clopani)
პრეპარატი გამოიყენება ძროხების, დედაღორის, ფაშატის, მდედრი ბოცვერის, ძუ კატების რეპროდუქციული ფუნქციის გაზრდის, რეგულირებისა და მკურნალობისთვის, მათ შორის: – სქესობრივი ციკლის ინდუქციისა და სინქრონიზაციისათვის (დეკეულებისა და ძროხების), ასევე ნეზვებში დაგოჭანების სინქრონიზაციისათვის; – საკვერცხეების, მშობიარობის შემდგომი და ანესტრუსის ფუნქციური დარღვევები (დეკეულებისა და ძროხების ფარული ახურება, დიესტრუსის შეწყვეტა, ემბრიონის განვითარების შეჩერება, ლაქტაციის ანესტრუსი, ცრუ მაკეობის შეწყვეტა), – ფაშატის (ჭაკი) ნორმალური და პათოლოგიური მაკეობის შეწყვეტა (მაკეობის პირველ ნახევარში). – ძროხების და დეკეულების საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევების (პერსისტენტული ყვითელი სხეულის, ლუთეინური კისტის) მკურნალობა; – მშობ
Rambolix / რამბოლიქსი
სალოკ სათლში მოთავსებულია ვიტამინების, მინერალებისა და ენერგეტიკული მელასას ნარევი
VIPOVER drink
საკვები დანამატი ვიპოვერ დრინკი (VIPOVER drink) გამოიყენება მეწველი ძროხის რაციონში ენერგიის ნაკლებობის შესავსებად.
აინილი / Ainil
არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ალბეზინი / Albezini
ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრებისა და სადგომების დაბინძურებას. ალბენდაზოლი აინჰიბირებს მიკროარხების პოლიმერიზაციას, მიკროარხების დაშლით ირღვევა გლუკოზის ტრანსპორტირების პროცესი, რაც ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, მათ სიკვდილს და ორგანიზმიდან გამოდევნას. ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება.