03.04.2025

მასტიტი მერძეულ მესაქონლეობაში: ძირითადი მიზეზები და პრევენცია

რა არის მასტიტი და რატომ არის ის სერიოზული პრობლემა მერძეულ მესაქონლეობაში?

მასტიტი წარმოადგენს ძროხის ცურის ანთებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციებით ან მექანიკური დაზიანებით. ეს დაავადება ამცირებს წველადობას, აუარესებს რძის ხარისხს და მნიშვნელოვნად ზრდის ფერმის ხარჯებს. სუბკლინიკური ფორმის შემთხვევაში დაავადება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდება და შესაძლოა ცურის ნაწილის ატროფიაც კი გამოიწვიოს.

📌 მასტიტის ძირითადი სიმპტომებია

  • ცურის სიმაგრე, სიწითლე ან შეშუპება

  • რძის ფერის ცვლილება ან შესქელება

  • რძის რაოდენობისა და ხარისხის შემცირება

  • ტემპერატურის მატება

  • ძროხის საერთო ჯანმრთელობის გაუარესება

  • და სხვა.

*სუბკლინიკური მასტიტის შემთხვევაში შესაძლოა გარეგანი სიმპტომები არ დაფიქსირდეს.

📌 რა იწვევს მასტიტს?

  • არასაკმარისი ჰიგიენა: დაბინძურებული გარემო და საწველი ინვენტარი მასტიტის გავრცელების ხშირი მიზეზია.

  • ტრავმები და დაზიანებები: წველის არასწორი ტექნიკა და ცურის მექანიკური დაზიანებები ზრდის ინფექციის რისკს.

  • ბაქტერიული ინფექციები: პათოგენური მიკროორგანიზმები (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ეშერიხია კოლი) აღწევენ ცურთითის არხში და იწვევენ ანთებას.

  • მშრალობის პერიოდის არასწორი მართვა: სწორი მომზადების გარეშე მშრალობის პერიოდი შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო.

📌 რა ზიანს აყენებს მასტიტი ფერმას?

  • უარესდება რძის ხარისხი (ცხიმიანობა, პროტეინები, კალციუმი)

  • მცირდება წველადობა და პირუტყვის პროდუქტიულობა

  • სუბკლინიკური (ფარული) ფორმა, შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუმჩნევლად განვითარდეს და გრძელვადიანი ზიანი გამოიწვიოს.

  • სერიოზული საფრთხე ახალშობილ ხბოებისა და საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის

სწორედ ამიტომ აუცილებელია დროული დიაგნოზი, სწორი პრევენცია და მკურნალობა -  რაშიც “როქი” თქვენი საიმედო პარტნიორია.

 

მასტიტის პრევენცია და სწორი მართვა

მასტიტის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ფერმაში დაიცავთ  სათანადო ჰიგიენურ სტანდარტებს და უზრუნველყოფთ პირუტყვის რეგულარულ მონიტორინგს.

ეფექტური პრევენცია არა მხოლოდ ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს, არამედ მნიშვნელოვნად იცავს რძის ხარისხს და ფერმის ეკონომიკურ სიძლიერეს.

📌 რატომ არის პრევენცია მნიშვნელოვანი?

  • მაღალი პროდუქტიულობის მქონე ფურები უფრო ხშირად ავადდებიან

  • მასტიტის მკურნალობა ძვირია და პრევენცია მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს

  • დაავადებული რძე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ხელს შეგიშლით ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში.

📌 მასტიტის პრევენციის რეკომენდაციები

1. ცურის ჰიგიენა მოწველის წინ და შემდეგ:

  • მოწველამდე გამოიყენეთ მასდისინ საწმენდი ქაფი - სპეციალური ქაფი, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს ცურთითებს და ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის გაღიზიანებას და ანთებას.

  • მოწველის შემდეგ გამოიყენეთ მასდისინ ჰერბაფილმი - მცენარეული საშუალება, რომელიც აღადგენს კანის სტრუქტურას, ამცირებს მასტიტის რისკს და ქმნის დამცავ შრეს ინფექციებისგან.

2. ეფექტური ცურის მოვლის საშუალებები:

  • ცურის სწორად მოვლა საუკეთესო გზაა დაავადებების პრევენციისთვის და რძის ხარისხის დასაცავად. 

  • მოწველამდე გამოიყენეთ ცურის დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალებები როგორიცაა გლიცოგელი ან ევოგელი.

3. სუფთა საწველი გარემო და ინვენტარი:

  • რეგულარულად გარეცხეთ საწველი აპარატები სპეციალური სადეზინფექციო ხნარებით, როგორიცაა დეზინფექსი.

  • ცალკე მოწველეთ მასტიტიანი ძროხები ან ბოლოს გამოიყენეთ საწველი აპარატი მათთვის.

4. დიაგნოსტიკა და დროული დიაგნოზი:

  • სუბკლინიკური მასტიტი ხშირად უხილავია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რეგულარული ტესტირება.

  • გამოიყენეთ Kerba ტესტი ან მასტიტის ელექტრონული დეტექტორი, რომლებიც ადრეულ ეტაპზე გამოავლენენ სუბკლინიკურ მასტიტსაც კი.

 

📌 რატომ უნდა აირჩიოთ "როქი" მასტიტის პრევენციისთვის?

  • ფართო ასორტიმენტი - “როქში” დაგხვდებათ როგორც ცურის მოვლის საშუალებები და სადეზინფექციო ხსნარები, ასევე პროფილაქტიკური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალებების ფართო არჩევანი.

  • უფასო კონსულტაცია - “როქის” ვეტერინარები მზად არიან გაგიწიონ დეტალური კონსულტაცია და შეგირჩიონ ინდივიდუალურად მორგებული პროდუქტები და პრეპარატები.

  • ხელმისაწვდომი ფასი, მაღალი ხარისხი - ჩვენი პროდუქტები უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგებს, მინიმალური დანახარჯებით.

  • ხელმისაწვდომობა საქართველოს მასშტაბით - ყველა საჭირო პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ “როქის” ფილიალებში, ჩვენს პარტნიორ ვეტ.აფთიაქებში ან შეუკვეთოთ ონლაინ - https://www.agricula.ge/ka

კონსულტაციისთვის და პროდუქტების შესარჩევად დაგვიკავშირდით: 📲 597 70 45 88  📩 info@agro.ge 


 

მასტიტი მერძეულ მესაქონლეობაში: ძირითადი მიზეზები და პრევენცია