10.04.2025
მრავალწლიან მცენარეთა ნარგაობების, ქარსაცავი ზოლების ან თუნდაც ბოსტნეული კულტურების გაშენებისას ხშირად საჭირო ხდება ჩითილების, ნერგებისა და ხნიერი ხეების გადარგვა. თუმცა, გადარგვის შემდეგ არაერთი მეურნე აწყდება პრობლემას - მცენარე ვერ ხარობს, ფოთლები უჭკნება ან საერთოდ ხმება.
გახმობის ძირითადი მიზეზი ხშირ შემთხვევაში არასერტიფიცირებული დაბალი ხარისხის, დაქვეითებული რეგენერაციის უნარის ან სუსტად დაფესვიანებული სანერგე მასალაა;
გრუნტში გადარგვისას მცენარეს უჭირს მიწასთან ადაპტაცია, ვერ ინვითარებს საკვები ელემენტების შემწოვ ბუსუსებს და შესაბამისად, ვერ იღებს საკმარის წყალსა და მინერალებს. ენერეგოლეპტიკურ ნივთიერებებს იღებს მასში არსებული მარაგიდან, სადაც ახალი არ წარმოიქმნება , ან თუ წარმოიქმნება მეტად უმნიშვნელოდ, ძველი მარაგი კი თანდათან მცირდება და მცენარეს აკნინებს.
სწორედ ამ პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ქართული წარმოების ორგანული ზრდის სტიმულატორი „ბიოაქტივი“ “ბიოტეკსისგან”.
უნიკალური ფორმულა ეხმარება ფესვთა სისტემის განვითარებას, ზრდის მცენარის გამძლეობას და ამცირებს სტრესს გადარგვის შემდეგ.
“ბიოაქტივი” ხელს უწყობს:
• ახალი ფესვური წარმონაქმნების ფორმირებას (კალუსების წარმოქმნა),
• წყლისა და საკვები ნივთიერებების ათვისების გაუმჯობესებას,
• ფოთლებისა და ღეროს გაძლიერებას,
• მცენარის იმუნიტეტის ამაღლებას სტრესის, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.
➤ ნერგების, ჩითილების ან ხნიერი ხეების დარგვისას:
• გადარგვამდე - ფესვების დამუშავება სამუშაო ხსნარში (20მლ/1ლ წყალი),
• გადარგვის შემდეგ - ფოთლოვანი გამოკვება (2მლ/1ლ წყალი).
➤ სტიმულატორი რეკომენდებულია:
• ერთწლიანი კულტურების ჩითილებისთვის (ბოსტნეული, ყვავილები),
• მრავალწლიანი კულტურების (ვაზი, ხეხილი, დეკორატიული მცენარეები) ახალ ადგილზე გადარგვისას,
• ქარსაცავი ზოლებისა და სანერგეს გაშენებისას.
✅ ამცირებს ნიადაგურ-კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სტრესს
✅ აძლიერებს ფესვთა სისტემას
✅ ხელს უწყობს ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფის განვითარებას
✅ აუმჯობესებს მოსავლიანობას, ტრანსპორტაბელობას და შენახვისუნარიანობას
“ბიოაქტივის” გამოყენება რეკომენდებულია მთელ სავეგეტაციო პერიოდში და დადებითად აისახება როგორც პირველ წელს, ასევე მომდევნო წლებში.
📍 ფოთლის დიაგნოსტიკა - შეგიძლიათ მოიტანოთ ფოთლის ნიმუში და ადგილზე მიიღოთ სრული დიაგნოსტიკური მომსახურება.
📍 ინდივიდუალური კონსულტაცია - ჩვენი აგრონომი მზადაა უპასუხოს თქვენს კითხვებს და მოგცეთ პერსონალიზებული რჩევები.
📍 ხარისხიანი პროდუქტები - “ბიოაქტივი” და მცენარეთა მოვლის ჩვენი სხვა პროდუქტები დამზადებულია ინოვაციური ფორმულით და აღიარებულია მაღალი ეფექტურობით.
📍 ხელმისაწვდომობა - ჩვენი პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ “როქის” ფილიალებში, პარტნიორ ვეტ.აფთიაქებში ან ონლაინ: www.agricula.ge
📲 კონსულტაციისთვის და პროდუქტების შესარჩევად დაგვიკავშირდით 📞 595 80 80 81 📩 info@agro.ge