საცალო გაყიდვების ოფისი ყოველდღიურად 9-დან 18 საათამდე (კვირის გარდა) ემსახურება ფერმერებს. ოფისში მუშაობს 9 კონსულტანტი (ვეტერინარი, აგრონომი). კონსულტაციები არის უფასო. ფერმერები სეზონურად თუ მოულოდნელად წარმოქნილი პრობლემებით კონსულტანტებს მიმართავენ და კვალიფიციურ რჩევებს იღებენ. საკონსულტაციო სამსახურის მუშაობის ხარისხი და ფერმერების მხრიდან ნდობა დრომ გამოცადა. დაარსებიდან დღემდე ადგილზე გაწეულ იქნა 325 700 საკონსულტაციო მომსახურება.