D კლოპანი (D-clopani)
google plus

(D-cloprostenole)

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში

ფარმაკოთარაპიული ჯგუფი: პროსტაგლანდინი, ჰორმონალური პრეპარატი

სამიზნე სახეობა: ძროხა, დედაღორი, ფაშატი (ჭაკი), ბოცვერი, კატა

შემადგენლობა

1მლ შეიცავს: D-კლოპროსტენოლს (ნატრიუმის მარილი)-0,075მგ

დამხმარე ნივთიერება: ქლორკრეზოლი, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ეთილის სპირტი 96%, წყალი საინექციო.

გამოშვების ფორმა

2მლ ამპულა და 20მლ მინის ფლაკონში

ფარმაკოლოგიური თვისებები

D-კლოპროსტენოლი ბუნებრივი პროსტოგლანდინის F2 ალფას ფუნქციონალური ანალოგი  სპეციფიკური ლუთეოლიტური აქტივობით. მისი გამოყენება სქესობრივი ციკლის ლუთეინურ ფაზაში იწვევს ინდუცირებული ყვითელი სხეულის რეგრესიას და პროგესტერონის შემცირებას.

D -კლოროსტენოლის ერთი ინექცია  სქესობრივი ციკლის მე-7 დღიდან, ბუნებრივი ლუთეოლიზის დაწყებამდე პერიოდში, იწვევს ყვითელი სხეულის დაუყოვნებლივ გაწოვას. მისი მოქმედების მექანიზმი ოვულაციის კონტროლის დროს ეფუძნება ლუთეოლიზის ინდუქციისა და პროგესტერონის კონცენტრაციის შემცირებას,  ამასთანავე იწვევს სისხლში მალუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის გაზრდას.

D-კლოპროსტენოლის  75 მკგ კუნთში ინექციის შემდეგ დედაღორის სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (2 მკგ/ლ) აღწევს შეყვანიდან 30 – 80 წთ-ში.

ძროხის კუნთში 150 მკგ ინექციის შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას (დაახლოებით 1,4 მკგ/ლ) აღწევს მიღებიდან  90 წთ-ში. მიღებული დოზის ელიმინაცია 0.75%-ზე ნაკლების  ხდება რძესთან ერთად, 24 საათის განმავლობაში.

D-კლოპროსტენოლი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ფეკალთან და შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება ძროხების, დედაღორის, ფაშატის, მდედრი ბოცვერის, ძუ კატების რეპროდუქციული ფუნქციის გაზრდის, რეგულირებისა და მკურნალობისთვის, მათ შორის:

–              სქესობრივი ციკლის ინდუქციისა და სინქრონიზაციისათვის (დეკეულებისა და ძროხების), ასევე ნეზვებში დაგოჭანების სინქრონიზაციისათვის;

–              საკვერცხეების, მშობიარობის შემდგომი და ანესტრუსის ფუნქციური დარღვევები (დეკეულებისა და ძროხების ფარული ახურება, დიესტრუსის შეწყვეტა, ემბრიონის განვითარების შეჩერება, ლაქტაციის ანესტრუსი, ცრუ მაკეობის შეწყვეტა),

–              ფაშატის (ჭაკი) ნორმალური და პათოლოგიური მაკეობის შეწყვეტა (მაკეობის პირველ ნახევარში).

–              ძროხების და დეკეულების საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევების (პერსისტენტული ყვითელი სხეულის, ლუთეინური კისტის) მკურნალობა;

–              მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტის და პიომეტრიტის (კომბინირებული თერაპია ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად) დროს;

გამოყენების წესი და დოზები

სქესობრივი ციკლის სინქრონიზაცია და ინდუქცია:

–              ძროხებისა და დეკეულების ფიზიოლოგიური სიმწიფის მიღწევისას პრეპარატი მიიღება – 2მლ /ერთ სულზე, ორჯერ 10 დღის ინტერვალით.

პრეპარატის პირველი დოზის მიღება ხდება სქესობრივი ციკლის ყველა ეტაპზე (ხბოს მოგებიდან 40-60 დღის შემდეგ), მეორე დოზა მიიღება პირველი დოზის მიღებიდან მე-11 დღეს, რასაც მოჰყვება ინსემინაცია, მეორე მიღებიდან 72-76 სთ-ის შემდეგ.

ახურების (მძუვნობის) ნიშნების არ არსებობისას: პირველი დოზის მიღებიდან მე-11 დღეს პრეპარატი ხელახლა მიიღება იგივე დოზით. თუ ინსემინაცია ჩატარდება ახურების ნიშანების გამოვლენის გარეშე, მაშინ ცხოველებს ანაყოფიერებენ პრეპარატის განმეორებითი ინექციდან 72 – 96 სთ-ის შემდეგ.

დადებითი შედეგის მისაღწევად განაყოფიერება უნდა ჩატარდეს პრეპარატის გამოყენების შემდეგ პირველივე ახურებისთანავე.

–              დედაღორი (გოჭების ასხლეტიდან 10-12 დღის შემდეგ)  ახურების ნიშანების გამოვლენის გარეშე და სარემონტო ნერბები,  ფიზიოლოგიურ სიმწიფეს მიღწეულები ახურების ნიშნების გარეშე – 0,7 მლ/ცხოველზე ერთჯერადად.

–              დედაღორის და ნერბის დაგოჭიანების გაზრდისთვის – 0,7-1მლ/ერთ სულზე ერთჯერადად, ახურებამდე 3 დღით ადრე ან მაკეობის 113-114 დღეზე.

–              ფაშატი (ჭაკი): 1 მლ ერთჯერადად, მისი მიღება ხდება ახურებიდან 5-13 დღის პერიოდში, ოპტიმალური პერიოდია პრეპარატის მიღებიდან 4-6 დღე.

–              ბოცვერი: 0,2-0,3 მლ ერთჯერადად, განაყოფიერება 24-48სთ-ში;

–              კატა: 0,2მლ ერთჯერადად, განაყოფიერება 24 სთ-ში

საკვერცხეების ფუნქციონალური დარღვევების (ლუთეინური კისტა და პერსისტენტული ყვითელი სხეულის) მკურნალობა:

–              ძროხებსა და დეკეულებს:  2 მლ/ სულზე ერთჯერადად, დიაგნოზის დადგენისთანავე. ახურების ნიშნების გამოვლენისას ტარდება ორჯერადი განაყოფიერება (ინსემინაცია), ხოლო ახურების ნიშნების არ არსებობისას იმეორებენ იგივე დოზით პირველი შეყვანიდან მე-11 დღეს, ცხოველებს ანაყოფიერებენ პრეპარატის განმეორებითი ინექციდან 72–76 და 96 სთ-ის შემდეგ.

–              ფაშატს დიაგნოზის დადგენისთანავე – 2 მლ/სულზე ერთჯერადად. განაყოფიერება ტარდება 4-6 დღის შემდეგ.

     მშობიარობის შემდგომი სუბინვოლუციური საშვილოსნოს პროფილაქტიკისა და ენდომეტრიტების ექსუდაციური და ქრონიკული ფორმების სამკურნალოდ:

–              ძროხას პრეპარატი ეძლევა ერთჯერადად დოზით 2მლ/სულზე, მშობიარობიდან 6-12 სთ-ის შემდეგ;

–              დედაღორს დოზით 0,7 მლ/სულზე მომყოლის მოგებიდან 2-4 სთ-ის შემდეგ;

–              ენდომეტრიტის სამკურნალოდ ძროხებს პრეპარატი ეძლევა მაკეობის ყველა სტადიაზე კუნთში დოზით 2მლ/სულზე. პრეპარატი გამოიყენება სიმპტომატურ თერაპიასთან ერთად.

აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებას იმეორებენ იგივე დოზით პირველი შეყვანიდან 10-12 დღის შემდეგ

   მაკეობის შეწყვეტა ნაყოფის პათოლოგიების გამო (მაკეობის ნებისმიერ სტადიაში):

–              2 მლ პრეპარატი/სულზე (შემდგომი მკურნალობა ტარდება კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად).  მშობიარობის შეწყვეტის შემთხვევათა უმრავლესობა ხდება პრეპარატის მიღებიდან 40 სთ-ის განმავლობაში, კერძოდ 24 და 35 საათებს შორის.

მშობიარობის დაწყების ინდუქციისთვის: კუნთში, 1მლ/ სულზე, ნეზვებს მაკეობის 111 დღიდან.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება იკრძალება მაკეობის პერიოდში გარდა ნაყოფის პათოლოგიით გამოწვეული მაკეობის შეწყვეტის. ასევე ცხოველებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა ან რესპირატორული დაავადებები.

DD კლოპანის სხვა პრეპარატთან ერთ შპირცში შერევა არ არის მიზანშეწონილი.

გვერდითი მოვლენები

ინსტრუქციის მიხედვით რეკომენდებული დოზების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები

სახორცედ დაკვლა დასაშვებია ბოლო ინექციიდან 48 სთ-ის შემდეგ.

   რძე საკვებად გამოიყენება შეუზღუდავად.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 5-25 ტემპერატურაზე. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: შპს “ბიოტეკსი“, საქართველო