ბონი
google plus

ბონი (Bონი)


წამლის ფორმა
პერორალურად მისაღები ტაბლეტი, გამოიყენება ვეტერინარიაში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი
სამიზნე სახეობა: ძაღლი
შემადგენლობა
1გ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ვიტამინი A - 7 000 მ.ე.
ვიტამინი D3 - 1 500 მ.ე.
ვიტამინი E – 3 მგ
ვიტამინი K3 - 1,5 მგ
ვიტამინი ჩ - 11,2 მგ
ვიტამინი B1 – 8 მგ
ვიტამინი B2 - 2,5 მგ
კალციუმის პანტოტენატი B5 – 3 მგ
ვიტამინი B6 - 0,3 მგ
ვიტამინი B12    - 6 მკგ
რკინის სულფატი – 15მგ
მანგანუმის სულფატი – 25 მგ
სპილენძის სულფატი -    2.5 მგ 
კალიუმის იოდიდი - 0,3 მგ
ნატრიუმის სელენიტი – 80 მკგ
თუთიის სულფატი – 10 გ
ნატრიუმის ქლორიდი - 7,5მგ
კალციუმის ქლორიდი - 7,5 მგ
მაგნიუმის სულფატი -    7,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, პვპ, აეროლილი (ფუძედ სილიკა), ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა: 50 და 150 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გამოხატული აქვს კომპლექსური მოქმედება, ახდენს ჰიპოვიტამინოზებისა (ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა) და დაუბალანსებელი კვების რაციონის (მაკრო და მიკროელემენტების უკმარისობა) კომპენსირებას, ხელს უწყობს მადის გაუმჯობესებას. ორგანიზმის გაუწყლურებისას მოქმედებს როგორც წყალ-მარილოვანი ცვლის პროცესის მარეგულირებელი, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას სტრესების დროს (ზრდის პერიოდში). გამოიყენება როგორც საშუალება არასპეციფიკური პროფილაქტიკისთვის ინფექციური და პარაზიტული დაავადებებისას.
პრეპარატი ბონა ნაკლებტოქსიკურია, რეკომენდირებული დოზებით კარგად გადაიტანება ძაღლების მიერ.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება პროფილაქტიკისთვის (სტრესის, ვაქცინაციის, დაუბალანსებელი კვების დროს), ჰიპოვიტამინოზისა და მინერალური მეტაბოლიზმის დარღვევით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება კოქციოდოზის, ჰელმინთოზების, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მკურნალობისას.
გამოყენების წესი და დოზები
ძაღლს: პერორალურად, 1 ტაბლეტი 10 - 20 კგ ც.წ-ზე, ღრმად პირში ჩადებითა და გადაყლაპებით, ან დღეში ნორმირებულად მოსახმარი ოდენობის სასმელ წყალში გახსნილი, დღეში ერთჯერ, 5-14 დღის განმავლობაში. 
უკუჩვენებები
უკუჩვენებები დადგენილი არ არის.
შენახვის პირობები 
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. 
მწარმოებელი ქვეყანა:  შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. #8