გლიცოლი (Glicol)
google plus

გლიცოლი (Glicol)


 

პროდუქტის ფორმა: სითხე პერორალურად მისაღები, გამოიყენება მეცხოველეობაში

სამიზნე სახეობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საკვები დანამატი

შემადგენლობა: 1მლ ხსნარი შეიცავს, გლიცეროლს (1,2,3-პროპანტრიოლი) - 100%

აღწერა:

უფერო, გამჭვირვალე, მოტკბო გემოს, თავისებური ან თითქმის უსუნო, ბლანტი (სიროფის მაგვარი) ნეიტრალური სითხეა. იგი ნებისმიერი თანაფარდობით ერევა წყალში და ეთანოლში, თითქმის არ იხსნება ესტერებში, ქლოროფორმში, გოგირდნახშირბადში და ცხიმოვან მჟავებში. ის ძლიერ ჰიგროსკოპიული სითხეა.

 

გამოშვების ფორმა: ხსნარი 1ლ და 5 ლ ოდენობით მოთავსებულია პოლიეთილენის ფლაკონებში

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

        გლიცერინი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის გამოიყენება როგორც ენერგეტიკული ბალანსის, ენერგიის რაოდენობის ასამაღლებლად, ასევე კვების რაციონის გემოს ხარისხის გასაუმჯობესებლად.

     ნედლი გლიცერინი  წარმოადგენს სამატომიან სპირტს, რომელიც შედის ტრიგლიცერიდების (ნეიტრალური ცხიმების), ფოსფოლიპიდების შემადგენლობაში. ერთი კილოგრამი გლიცერინი შეიცავს 13,5-14,5 მჯ მიმოცვლით ენერგიას და არ შეიცავს პროტეინებს.

      მცოხნავი ცხოველების ორგანიზმში გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება  ცხიმების ჰიდროლიზით, ფერმენტული დაშლის შედეგად  გლუკოზად გარდასაქმნელად.

     გლიცერინის გამოყენება, როგორც საკვები დანამატი დაშვებულია ევროკავშირის მიერ და უსაფრთხოა მცოხნავი ცხოველებისათვის.

მერძეული ძროხებისთვის ნედლი გლიცერინის საკვებად გამოყენება უზრუნველყოფს:

·         საკვებიდან საზრდო ნივთიერებების სწრაფად ათვისებადი ენერგიის მიღებას

·         გლუკოზის სინთეზს - სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდას

·         კვების რაციონის ენერგიის  გამოყენების გაუმჯობესებას

·         ღვიძლიდან ლიპოპროტეინების მიმოცვლის გაზრდას

 

ფაშვში მოქმედებით ხელს უწყობს:

·         ძმარმჟავისა და პროპიონმჟავის შემცველობის მატებას

·         იზო-ოლეისა და იზო-ვალერიანის მჟავების შემცველობის შემცირებას

·         იცავს ცილებს დაშლისაგან, ზრდის კვებით ღირებულებებს

 

გლიცერინის გამოყენებისას:

·         იზრდება საკვების მიღება, წველადობა და სისხლში გლუკოზის შემცველობა

·         მცირდება კეტოზის წარმოქმნის რისკი

·         არ ახდენს გავლენას უხეში (ძირითადი) საკვების მონელებასა და საზრდო ნივთიერებების ათვისებაზე

·         არ იწვევს მჟავიანობის მომატებას ფაშვში

·         თავიდან არიდებს ცხოველების მიერ საკვების  შერჩევითობას

  გამოყენების ჩვენებები

  საკვები დანამატი გლიცოლი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის გამოიყენება როგორც ენერგეტიკული ბალანსის, ენერგიის რაოდენობის ასამაღლებლად, ასევე საკვები რაციონის გემოს ხარისხის გამაუმჯობესებლად.

 

გამოყენების წესი

    საკვებ რაციონში  გლიცოლი გამოიყენება:

-         ცხოველების გარდამავალ პერიოდში,  მშობიარობამდე 14 დღით ადრე:  200-250 გ ერთ სულზე დღეში ერთჯერ;

-         ლაქტაციის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ მე-14 დღიდან - 100 დღემდე:  250-300 გ  ერთ სულზე დღეში ერთჯერ.

-         კეტოზის პროფილაქტიკისთვის, ლაქტაციის დასაწყისში ძროხების რაციონ მატებ 200-400 მლ გლიცოლი. შემდგომში საკვებ შეიძლება დაემატოს 300-800მლ გლიცოლი, რაციონში სახამებლის შემცველობის მიხედვით.

 

განსაკუთრებული მითითებები

-         მცოხნავი ცხოველების გლიცოლით გამოკვება ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე  დასაშვებია, როცა მისი ოდენობა საკვები რაციონის 5%-ს შეადგენს.

-         გლიცოლის დიდი რაოდენობით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ  შემთხვევაში, როდესაც საკვებში  სახამებლი მცირე შემცველობითაა.

-         თუ კომბინირებულ საკვებში გლიცოლი და სახამებელი დიდი დოზითაა წარმოდგენილი, საკვები რაციონის ენერგეტიკული ეფექტი მცირდება და აციდოზის წარმოქმნის რისკები იზრდება.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახუფულ მდგომარეობაში.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:  შპს “ბიოტეკსი“, საქართველო