საკვებიდანამატი “ჩვენი ფაქიზო”
google plus

საკვებიდანამატი “ჩვენი ფაქიზო” 
food  additive “Chveni Phaqizo”

 

საკვები დანამატი, პროდუქტიულობის ასამაღლებელი, რძის მოსამატებელი ეფექტური საშუალება მეწველი ძროხებისათვის

 მწარმოებელი: შპს ”ბიოტეკსი”, საქართველო

I. ზოგადი ცნობები

 

1. საკვები დანამატი ”ჩვენი ფაქიზო” ვიტამინურ-მინერალური კომპლექსითა და ცოცხალი საფუარის შემცველობით გამოიყენება როგორც პროდუქტიულობის ასამაღლებელი, რძის მოსამატებელი ეფექტური საშუალება მეწველი ძროხებისათვის 

2. შემადგენლობა, ერთი პაკეტი შეიცავს: ვიტამინებს (A, D3, E. B1, B2, B6, B12, ჩ, K3), მინერალებს (ჩა, P, Nაჩლ, Kჩლ, ჩაI2, MგშO4), მიკროელემენტებს (Fე, ჩუ, Mნ, ძნ, ჩო), ცოცხალ საფუარს შაცცჰარომყცეს ცერევისიაე–ს მოქმედებით 12ხ1011 კწე / კგ-ზე 

3. დაფასოებულია 250გ პაკეტებში

დაფასოების ყველა ერთეულს უკეთდება მარკირება  და მიეთითება მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი და სავაჭრო ნიშანი, საკვები დანამატის სავაჭრო დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი,  სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები, წარწერა “გამოიყენება ვეტერინარიაში“ პირველად შეფუთვას თან ერთვის მოხმარების ინსტრუქცია. 

ინახება მწარმოებლის შეფუთვაში  მშრალ, გრილ და მზისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა: 2 წელი

II. ბიოლოგიური თვისებები

4. საკვები დანამატი ”ჩვენი ფაქიზო” წარმოადგენს ბუნებრივი ნივთიერებებისგან მიღებულ პროდუქტს, რომელიც გამიზნულია მეწველი ძროხის საკვების დასაბალანსებლად, მის შემადგენლობაში იდეალურადაა შერწყმული ვიტამინურ-მინერალური დანამატები, მიკროელემენტები და ცოცხალი საფუარი ერთნანეთთან, მათი სინერგიული მოქმედება ხელს უწყობს წველადობის გაუმჯობესებას, სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და ეწინააღმდეგებიან პათოგენური მიკრობების გამრავლებას. ამცირებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას.

 

 

III.    გამოყენების ჩვენებები, დოზირება

 

5. საკვებდანამატი ”ჩვენი ფაქიზო” პროდუქტიულობის ასამაღებელი საშუალება, გამოიყენება როგორც პროდუქტიულობის ასამაღლებელი, წველადობის გამაუმჯობესებელი, რძის მოსამატებელი საშუალება მეწველი ძროხებისათვის. 

ასევე გამოიყენება მეხორცული და მერძეული მიმართულების ძროხების საკვების დასაბალანსებლად.

- ფაშვში ცოცხალი საფუარის ხარჯზე ზრდის აქროლადი ცხიმების სინთეზს;

- ხელს უწყობს ფაშვში სასარგებლო ბაქტერიების ზრდას, მიკროფლორის აღდგენასა და გააქტიურებას

- არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აუმჯობესებს საკვების ბიოშეღწევადობას.

- არეგულირებს რუმინატორულ და სისტემურ აციდოზს;

- აბალანსებს ამიაკის კონცენტრაციას ფაშვში

- ზრდის პროდუქტიულობას (წველადობა, წონამატს)

- საუკეთესოა პოსტვაქცინალური და ტემპერატურული სტრესების დროს

6. საკვები დანამატი ერევა ძირითად საკვებს, ერთი პაკეტი 250გრ /30 კგ საკვებში. 

 

IV პირადი პროფილაქტიკა

7. მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (სპეცტანსაცმელი, დამცავი სათვალე, რესპირატორი). პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები, სახე თბილი წყლითა და საპნით.

8. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას