კომპანია "როქი" დაარსდა 2006 წელს. ის დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საგნების სრული სპექტრის რეალიზებით; აქვს სადისტრიბუციო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით.  "როქი" ემსახურება 300-მდე ვეტაფთიაქს და ფერმერთა მომსახურების ცენტრს.

2011 წლის დეკემბრიდან "როქი" აქტიურად ჩაერთო მეცხოველეობის განვითარების პროექტებში. კერძოდ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და mercy corps-ის დაფინანსებით „ალიანსების ქვემო ქართლის“ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში სამ მუნიციპალიტეტში (თეთრიწყარო, წალკა, დმანისი) ფერმერთა მომსახურების ცენტრები და ვეტაფთიაქები განავითარა.


 

 

პროექტის მიზანი იყო მეცხოველეობაში ჩართულ სუბიექტებში (ფერმერი, ვეტერინარი, ზოოტექნიკოსი) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვა; ფერმერებთან და ვეტექიმებთან საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო და სააგიტაციო საქმიანობა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მონაცემთა ბაზის (ცხოველთა და ფერმერთა სტატისტიკა, დაავადებების აღრიცხვა) რეგულარულად წარმოება. ეს ბაზა წარმოადგენს საინფორმაციო წყაროს სხვადასხვა მიმართულებით:  ფერმერები აღირიცხება საქონლის სახეობის, სულადობის და მუნიციპალიტეტების მიხედვით, ხდება ფერმერების განმეორებით ვიზიტებზე დაკვირვება, ასევე კონკრეტული დაავადებების შემთხვევაში გაცემული მედიკამენტების შესაბამისობის შემოწმება გაცემულ დანიშნულებასთან, რაც ვეტერინარის კვალიფიკაციაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ასევე, გამართული და ეფექტური სადისტრიბუციო მომსახურების დანერგვა. პროექტში ჩართული ყველა სუბიექტის მომარაგება ხდება კვირაში ერთხელ.

2012 წლის აგვისტოდან ორგანიზაციამ "ალიანსი სამცხე-ჯავახეთის" პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) დაიწყო მსგავსი საქმიანობა.

2014 წლის აპრილიდან „Alliances Lesser Cauasus Programme (ALCP)- ის ფარგლებში დაიწყო მასშტაბური საქმიანობა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, წალკის მუნიციპალიტეტი) და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში (ბათუმის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები).

სულ აღნიშნული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო, აღიჭურვა და განვითარდა 46 ვეტაფთიაქი. გადამზადდა 108 ვეტექიმი და ზოოტექნიკოსი, 53 ვეტფარმაცევტი და 1823 ფერმერი და 4078 საოჯახო მეურნე (5 სულამდე). დაფარვის არეალი:  ქალის ჩართულობა- 16 %, ეთნიკური უმცირესობა - 39%.

სულ პროექტის ფარგლებში მონაწილე ვეტაფთიაქების სერვისი გამოიყენა 35 354 ადამიანმა (წვრილი, საშუალო და მსხვილი ფერმერი).

2016 წლიდან, კი კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო პროექტთან "MOLI კახეთში", რომელიც შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით, მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით კახეთის რეგიონში ხორციელდება.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 25 ვეტერინარული აფთიაქის გადაიარაღება, ცოდნის ამაღლება და სერვისის გაუმჯობესება მოხდა.


8 ვეტერინარულ აფთიაქს გადაეცა სწრაფი ტესტების ხელსაწყოების ყუთები, რისი საშუალებითაც ფერმერებს ადგილზე შეუძლიათ გარკვეული დაავადებების დიაგნოსტიკა.


ჯამში ეს აფთიაქები კახეთის რეგიონის 53 სოფელს ფარავს. შედეგად,  16000 მცირე და საშუალო ფერმერი იყენებს გაუმჯობესებულ სერვისს, ხარისხიან კონსულტაციას და პრეპარატს.


თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია ასევე 7 ადგილობრივ საღერღთან მუშაობს, სადაც 1800 ფერმერმა უკვე მიიღო გაუმჯობესებული სერვისი, რაც გულისხმობს პირუტყვისთვის შერეული, დაბალანსებული საკვების დამზადებას. 

როქის საწყობი მდებარეობს ლილოში (იუმაშევის №8), რომელიც ემსახურება აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო დასავლეთ საქართველოსთვის მუშაობს ქუთაისში მდებარე საწყობი.