დისტრიბუცია


"როქი" მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე ვეტაფთიაქსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს ამარაგებს. დისტრიბუცია ხორციელდება ორი საწყობიდან. აღმოსავლეთ საქართველოს ლილოს საწყობი ამარაგებს, დასავლეთ საქართველოს კი ქუთაისის საწყობი.

სადისტრიბუციო ეკიპაჟი დაკომპლექტებულია სავაჭრო წარმომადგენლითა და სპეციალისტებით (ვეტერინარი, აგრონომი). ისინი აღჭურვილნი არიან შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.  ეკიპაჟებისთვის ყოველდღიურად დგება კონკრეტული მარშრუტები და გადაადგილების შესაბამისი გრაფიკი.


 

სადისტრიბუციო ქსელის მენეჯერთა ჯგუფი ყოველდღიურად ზრუნავს პროდუქციის მერჩენდაიზინგზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

 


სადისტრიბუციო ქსელის მენეჯერი ალექსანდრე ქარცივაძე, ტელ.: 598530952


ქოლ-ცენტრი


ქოლ-ცენტრის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად განაპირობებს სადისტრიბუციო მომსახურების ხარისხს. "როქის" ოპერატორები, რომლებიც დარგის პროფესიონალებიც არიან (ვეტერინარი, აგრონომი) დაგეგმილი მარშრუტების გრაფიკის შესაბამისად იღებენ შეკვეთებს და აწვდიან სიახლეებს ვეტაფთიაქებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების წარმომადგენლებს, ახორციელებენ სატელეფონო კონსულტაციას.

ქოლ-ცენტრის ნომრები: 568104242 / 591006161


საცალო გაყიდვები


საცალო გაყიდვების ოფისი ყოველდღიურად 9-დან 18 საათამდე (კვირის გარდა) ემსახურება ფერმერებს. ოფისში მუშაობს 9 კონსულტანტი (ვეტერინარი, აგრონომი). კონსულტაციები არის უფასო. ფერმერები სეზონურად თუ მოულოდნელად წარმოქნილი პრობლემებით კონსულტანტებს მიმართავენ და კვალიფიციურ რჩევებს იღებენ. საკონსულტაციო სამსახურის მუშაობის ხარისხი და ფერმერების მხრიდან ნდობა დრომ გამოცადა. დაარსებიდან დღემდე ადგილზე გაწეულ იქნა 325 700 საკონსულტაციო მომსახურება.


საცალო გაყიდვების ოფისი 2746396 /  597704588