ბიოდინ-ექსი (სითხე)
პრეპარატი გამოიყენება შენობების, ოთახების (მათი მოწყობილობის), სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის, აპარატების, ხელსაწყოების, ინსტრუმენტების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა დანიშნულების ინვენტარის ზედაპირების სადეზინფექციოდ.
ბროდიფაკუმი 0.005% / რეთსქილერი
წამლის ფორმა: მზა ფორმის გრანულირებული მისატყუარი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სადერატიზაციო საშუალება. სამიზნე სახეობა: მღრღნელები. მწარმოებელი ქვეყანა: კორონი, საქართველო. შემადგენლობა: ბროდიფაკუმი 0.005%-ანი. გამოყენების წესი და დოზები ერთი შეფუთვა (60 გ) ნაწილდება და იყრება პატარა ქაღალდებზე და ამგვარად ლაგდება მღრღნელების ადგილსამყოფელში.
ბრომადიოლონი 0.005% / რეთსქილერი
წამლის ფორმა: მზა ფორმის გრანულირებული მისატყუარი. ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სადერატიზაციო საშუალება. სამიზნე სახეობა: მღრღნელები. მწარმოებელი ქვეყანა: კორონი, საქართველო. შემადგენლობა: ბრომადიოლონი 0.005%-ანი. გამოყენების წესი და დოზები ერთი შეფუთვა (60 გ) ნაწილდება და იყრება პატარა ქაღალდებზე და ამგვარად ლაგდება მღრღნელების ადგილსამყოფელში. მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება 3-5 დღის შემდეგ. მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ამ ღონისძიებების ჩატარება ორჯერადად, 10 დღიანი ინტერვალით.
გველების ბიოლოგიური შემაჩერებელი ”მანგუსტი“
რეპელენტი, ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ბიოლოგიური დამაფრთხობელი, შესასხურებელი ხსნარი გამოიყენება საკარმიდამო და საყოფაცხოვრებო გარემოს დასამუშავებად
დეზინოქსი
ხსნარი განკუთვნილია მცირე ზომის წყალგამძლე ზედაპირების (პლასტმასის, რეზინის, კოროზია მედეგი მეტალის, მინის, ხის, კერამიკის და ა.შ.) დეზინფექციისთვის
დისი / DICE 2.5 SC
წამლის ფორმა: ბლანტი, უსუნო სუსპენზია. არ განიცდის ფენებად განშრევებას. წყალში გაზავებისას იგი ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად, რომელიც შესაფერისია მოსასხურებლად.