ბროდიფაკუმი 0.005% / რეთსქილერი
google plus

წამლის ფორმა: მზა ფორმის გრანულირებული მისატყუარი.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სადერატიზაციო საშუალება.


სამიზნე სახეობა: მღრღნელები.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: ბროდიფაკუმი 0.005%-ანი.


გამოყენების წესი და დოზები


ერთი შეფუთვა (60 გ) ნაწილდება და იყრება პატარა ქაღალდებზე და ამგვარად ლაგდება მღრღნელების ადგილსამყოფელში.
მღრღნელების სიკვდილიანობა იწყება 3-5 დღის შემდეგ. მღრღნელების სრული განადგურებისათვის უმჯობესია ამ ღონისძიებების ორჯერადად, 10 დღიანი ინტერვალით ჩატარება.


გამოშვების ფორმა: 60 გ  და 1კგ პოლიეთილენის პაკეტებში.


პრეპარატის ხარჯი:


60 გ პრეპარატი გამოიყენება: დახურულ შენობებსა და სათავსოებში - 10-20 მ2-ზე;


სასოფლო-სამეურნეო სავარგულების და სათესი ფართობების 1 ჰექტარზე  საჭიროა 2 – 3 კგ;


შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 18°C-მდე ტემპერატურაზე.


ვარგისობის ვადა: 1.,5 წელი.

 

იხილეთ სრულად