აპიდასი / Apidas
google plus

წამლის ფორმა: პერორალურად მისაღები ხსნარი, გამოიყენება მეფუტკრეობაში.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, იმუნოსტიმულიატორი.


სამიზნე სახეობა: ფუტკარი.


მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.


შემადგენლობა: ნანოპეპდიდ-ამინო-ვიტკარბონი-800.


გამოშვების ფორმა: 10 მლ და 30 მლ მინის ფლაკონში


გამოყენების ჩვენებები

 

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი აპიდასი გამოიყენება სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების (ასკოფეროზის, ასპერგილოზის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის, პარასიდამპლის, პარატიფის, გაფნიოზის, კოლიბაქტერიოზის, სეპტიცემიის), ფუტკრის ნოზემატოზის მკურნალობის დროს და აგრეთვე, პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ფუტკრის ოჯახების განვითარების სტიმულირებისათვის გაზაფხულზე და საშემოდგომო გაზრდის პერიოდში. ფუტკრის ოჯახების ინფექციური დაავადებების მკურნალობის დროს აპიდასი გამოიყენება დაავადებათა სიმპტომების გამოჩენისთანავე.

 

გამოყენების წესები და დოზები

 

1. გამოკვების სახით ეძლევა 50%-იან შაქრის სიროპი და აპიდასი, რომელიც მზადდება ერთ სკაზე გათვლით, 5 მლ აპიდასის შერევით 150 მლ შაქრის სიროპში. მომზადებულ სიროპს შეაჭმევენ ფუტკრებს საკვებურების მეშვეობით ანდა ჩაისხმევა ცარიელ ფიჭაში, რომელსაც აყენებენ ფუტკრის ბუდის სანაშენო ზონაში. პროფილაქტიკური დამუშავებისათვის საკმარისია აპიდასის სიროპის ერთჯერადი მიღება; ნოზემატოზის მკურნალობის დროს სიროპი ფუტკრებს ეძლევათ ორჯერ, 3 დღის ინტერვალით. ინფექციური დაავადებების დროს ფუტკრების სამკურნალოდ გამოკვება ტარდება 3 დღიანი ინტერვალით დაავადების ნიშნების სრულ გაქრობამდე და გრძელდება 3-4 დღე.

 

2. მკურნალობენ სამკურნალო ყანდით გამოკვებით, რომელიც მზადდება 500 გ ყანდის საგულდაგულოდ შერევით 5 მლ პრეპარატთან.

 

3. სამკურნალო ყანდის ხარჯვის ნორმაა 50გ ფუტკრებით მჭიდროდ დაფარულ 1 ჩარჩოზე. პროფილაქტიკური დამუშავებისათვის საკმარისია სამკურნალო ყანდის ერთჯერადი მიღება. ნოზემატოზის სამკურნალოდ, ფუტკრებს ეძლევათ სამკურნალო ყანდი ერთჯერადად, ანგარიშით 50-60გ ფუტკრებით მჭიდროდ დაფარულ 1 ჩარჩოზე. ინფექციური დაავადებებისაგან სამკურნალო გამოკვება ტარდება 6-7 დღის ინტერვალით ანგარიშით 50 გ სამკურნალო ყანდი ფუტკრებით მჭიდროდ დაფარულ 1 ჩარჩოზე. სამკურნალო გამოკვება ტარდება დაავადების ნიშნების სრულ გაქრობამდე. დასკვნითი გამოკვება ტარდება 5-6 დღეში დაავადების სიმპტომების არარსებობიდან.

 

4. წყალხსნარის სახით, ფუტკრებიანი და ნაშენიანი ფიჭის დასხურების გზით წვრილდისპერსიული მასხურებლის მეშვეობით ("როსინკა" და სხვ.). აპიდასის სამუშაო ხსნარს ამზადებენ 5 მლ პრეპარატის გახსნის გზით 100 მლ თბილ ანადუღარ წყალში (40-50°C). სამუშაო ხსნარს აციებენ ოთახის ტემპერატურამდე და საფრქვეველის მეშვეობით ასხურებენ ფუტკრებიან და ნაშენიან ფიჭას ანგარიშით 10 მლ ფუტკრებით მჭიდროდ დაფარულ 1 ჩარჩოზე. პროფილაქტიკური დამუშავებისთვის საკმარისია ფუტკრების ერთჯერადი დასხურება; ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით სამუშაო ხსნარით ატარებენ ორჯერ ან სამჯერ 3-4 დღის ინტერვალით დაავადების ნიშნების სრულ გაქრობამდე. დასკვნითი დამუშავება ტარდება 3-4 დღეში დაავადების სიმპტომების არარსებობისას. ნოზემატოზის თავიდან აცილების მიზნით დამუშავება ტარდება 2-ჯერ 3 დღის ინტერვალით.

 

5. ფუტკრების დამუშავების ყველა ხერხის დროს 5 მლ აპიდასი გამოიყენება ფუტკრებით მჭიდროდ დაფარული 10 ჩარჩოს დასამუშავებლად. სამუშაო ხსნარით ყველა დამუშავება ტარდება არაუმცირეს 150C ტემპერატურაზე.
6. ფუტკრის დამუშავებისას მკაცრად დაიცავით რეკომენდაციები პრეპარატის სამუშაო ხსნარის კონცენტრაციის თაობაზე და მისი ხარჯვის ნორმები 1 ჩარჩოზე!

 

შენახვის პირობები


ინახება ოთახის ტემპერატურაზე.


ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.