დისი / DICE 2.5 SC
google plus

(დელტამეტრინი 2.5% SC)


წამლის ფორმა:
ბლანტი, უსუნო სუსპენზია. არ განიცდის ფენებად განშრევებას. წყალში გაზავებისას იგი ადვილად გადაიქცევა სუსპენზიად, რომელიც შესაფერისია მოსასხურებლად.


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფართო - სპექტრის ინსექტიციდი.


სამიზნე სახეობა:
სახლის მწერები (ტარაკნები, ჭიანჭველები, მოზრდილი კოღოები, სახლის ბუზები) და სხვა მცოცავი პარაზიტები.


შემადგენლობა: დელტამეტრინი ტექნიკური  2.50 % და შემავსებელი 100%-მდე.


ფარმაკოლოგიური თვისებები:


დელტამეტრინი წარმოადგენს არასისტემურ ინსექტიციდს, კონტაქტითა და კუჭის ქმედებით ახასიათებს სწრაფი მოქმედება. იგი ხელს უშლის ნატრიუმის არხების ფუნქციონირებას, ამგვარად ნერვული იმპულსების გადაცემა აღარ ხდება.


გამოყენების ჩვენებები:


გამოიყენება სახლის პირობებში ტარაკანების, მოზრდილი კოღოების და სახლის ბუზების  წინააღმდეგ.


გამოყენების წესი და დოზირება:
გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულების მიხედვით. DICE 2.5 SC-ს საჭირო ოდენობა გახსენით წყალში.


სამიზნე მწერები

სპრეის ტიპი

მოხმარების ტიპი

ხსნარის განზავება

სპრეის მოცულობა

 

შინ

 

სახლის ბუზები, კოღოები

სტანდარტული სპრეი

სტანდარტული სპრეი

1:50

1.5 მლ / კვ.მ

ტარაკანები, ჭიანჭველები, სხვა მცოცავი პარაზიტები

სტანდარტული სპრეი

სტანდარტული სპრეი

1:50

40 მლ / კვ.მ

 

გარეთ

 

სახლის ბუზები, კოღოები

 

წინასწარი დამუშავება

1:100

0.7 ლ / 100 კვ.მ

 

 

გეგმიური მომსახურება

1:200

0.7ლ / 100 კვ.მ

სხვა მცოცავი მწერები

სტანდარტული სპრეი

გეგმიური მომსახურება

1:200

8-15ლ / 100 კვ.მ


შენიშვნა:
ზემოთ მოცემული რჩევები და რეკომენდაციები არის კვლევითი ხასიათის და იგი შესაძლოა მორგებულ იქნას ინვაზიის ინტენსიურობის მიხედვით. გთხოვთ, მიყევით რეკომენდაციებს, რომელიც მიღებულია იმპორტიორ ქვეყანაში.


უსაფრთხოების ზომები:


არ შეისუნთქოთ სპრეი. გაზავების და მოხმარების დროს არ მიიღოთ საკვები და სასმელი, არ მოწიოთ. მისი გამოყენების შემდეგ ან უნებლიეთ კანზე მოხვედრის შემთხვევებში ხელები დაიბანეთ საპონით და წყლით და გამოიცვალეთ სამოსი. მოერიდეთ საკვების, სასმელის, სასმელი წყლის და სხვა ჭურჭლის დაბინძურებას. ცარიელი კონტეინერები გაანადგურეთ გახვრეტით და აღარასდროს გამოიყენოთ ისინი სხვა დანიშნულებით.


სტანდარტული შეფუთვა:
DICE 2.5 SC-ის პროდუქტი წარმოდგენილია ერთლიტრიან, თეთრ, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის ბოთლებში.


შენახვის პირობები: ინახება მშალ,  ნესტისგან, სინათლისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.


შენახვის ვადა: გამოშვებიდან 2 წელი.


მწარმოებელი:  The Scientific Fertiliser company PVT  Limited,  ინდოეთი