სეპტერი (50მლ შეფუთვაში)
google plus


სეპტერის ანტისეპტიკური ხსნარი

Septeri Antiseptic Solution

პრეპარატის ფორმა: ანტისეპტიკური  ხსნარი

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Octenidine dihydrochloride

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათვის

მწარმოებელი კომპანია: შპს „ბიოტეკსი“

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: 50 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი სპრეის ფორმის გამფრქვევი საცობით დამცავი ხუფის მქონე თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა:  100მლ შეიცავს,

მოქმედი ნივთიერება:

ოქტენიდინის დიჰიდროქლორიდი - 0,1გ

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, გლიცერინი, არომატიზატორი-მენთოლი, მეთილენის ლურჯი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

    სეპტერს ახასიათებს სწრაფი, ფართო  სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება  გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის: Mycobacterium tuberculosis, Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae), Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus), Enterococcus spp., Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Escherichia coli, Shigella spp., Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa, Corynebacterium diphtheriae, Gardnerella vaginalis.  ასევე საავადმყოფოს ინფექციების აღმძვრელების, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, გარდა ამისა აქტიურია Ascomycota, Trichophyton spp. Microsporum spp. და Candida albicans მიმართ. აქტიურია ვირუსების (ენტერალური, პარენტერალური, პოლიომიელიტის, ატიპიური პნევმონიის (SARS), გრიპის ვირუსების H1N1, H5N1 და სხვა), მათ შორის მარტივი ჰერპეს ვირუსის, B, C და D ჰეპატიტის ვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ.

         სეპტერს არ აქვს გამოხატული ტოქსიკური მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ნაკლებად საშიშ  ნივთიერებას (საშიშროების მე-4 კლასი). რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატს არ აქვს გამოხატული კანზე რეზორბციული, ადგილობრივ - გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი მოქმედება. არ ახასიათებს კანსა და ლორწოვან გარსში შეწოვის თვისება დაარ ხვდება სისხლის მიმოქცევაში.

ჩვენებები

სეპტერის ანტისეპტიკური მზა ხსნარი გამოიყენება ხელების, კანის ჰიგიენური დეზინფექციისათვის.

გამოყენების წესი, დოზირება

 „ სეპტერის“ მზა  ხსნარი განუზავებელი სახით გამოიყენება:

-         ხელების ჰიგიენური დამუშავებისათვის: მშრალი ხელი დაიმუშავეთ საჭირო ოდენობის ხსნარით  (საპნით და წყლით წინასწარ დაბანის გარეშე). დაელოდეთ პრეპარატის გაშრობას.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტები.

განსაკუთრებული მითითებები

-         მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის! არ მიიღება შიგნით!

-         არ გამოიყენოთ ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად.

-         მოარიდეთ ხსნარი თვალში და კანის დაზიანებულ ადგილებში მოხვედრას.

-         აუცილებელია სიფრთხილის დაცვა იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ, რადგან შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება.

-         არ შეიძლება სეპტერის გამოყენება სხვა ჭრილობის გამწმენდ საპნებთან, მალამოებთან, ზეთებთან, ფერმენტებთან ან სხვა მსგავს საშუალებებთან ერთად.

-          არ შეიძლება მისი გამოყენება იოდის (PVP-Iodine) შემცველ საშუალებებთან ერთად.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას  არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა: 2 წელი