ფუმი ბლოკი (Fumi block)
google plus


ფუმი ბლოკი (Fumi block)

Formaldehyde 

მწარმოებელი: Royal İlaç,  თურქეთი

წამლის ფორმა: ტაბლეტები სადეზინფექციო ფუმიგაციისათვის

შემადგენლობა:

ფორმალდეჰიდი 37,5%, შემავსებელი  62,5%

გამოყენების სფერო:

გამოიყენება მეცხოველეობის ფერმებში,საფრინველეებში; დეზინფექცია ფუმიგაციის საშუალებით გამოიყენება სადგომებში ყველა კუთხემდე შეღწევის მიზნით.

კლასიკური მეთოდებით წყლხსნარებით ჩატარებული დეზინფექციის დროს ვერ ხერხდება ნაპრალების, ბზარების, გამოყენებული ხელსაწყოების და აღჭურვილობის სრულად დეზინფექცია.

Fumi Formal უპირატესობა:

 Fumi Block წარმოადგენს ეფექტურ დეზინფექტანტს, ფუმიგანტს. ის იძლევა შესაძლებლობას უზრუნველყოს მიუწვდომელ ადგილებში იატაკისა და კედლის ნაპრალებში, ბზარებში,   ინსტრუმენტების და აღჭურვილობის ეფექტური დეზინფექცია.

გამოყენება და დოზირება:

თავდაპირველად უნდა მოხდეს ადგილის მოცულობის დაანგარიშება, რომელიც საჭიროებს დეზინფექციას. Fumi Block-ის ერთი ტაბლეტი საკმარისია 400 მ3 მოცულობისთვის. სპეციალისტმა უნდა ატაროს დამცავი ნიღბები და ხელთათმანები, ცეცხლი წაუკიდოს  ტაბლეტს და დაელოდოს მისი ალით დაიფარვას ყველა მხრიდან.  ამის შემდეგ ტაბლეტი ჩაქრება და ის აგრძელებს უალოდ წვას, შედეგად წარმოიქმნება ბოლი. ამ ეტაპზე (ძალიან მნიშვნელოვანია), ყველა კარი და ფანჯარა უნდა იყოს დახურული.

ტაბლეტი აგრძელებს ბოლის წარმოშობას დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, ხოლო მისგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა სულ მცირე 8 სთ-ში. ამის შემდეგ საჭიროა ოთახის სათანადო განიავება, ვენტილაცია, როცა Fumi Block სუნი გაქრება, შესაძლებელია ოთახის თავიდან გამოყენება.

გაფრთხილებები  გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ:

გამოიყენეთ Fumi Block მხოლოდ დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. ცნობილია, რომ  დამაზიანებელია გადაყლაპვის შემთხვევაში. არ უნდა შეისუნთქოთ  დიდი დროის განმავლობაში. შეიძლება გააღიზიანოს  თვალები და სასუნთქი ორგანოები. ასევე კანთან შეხება შეიძლება გახდეს გამაღიზიანებელი და საჭიროა დაბანა უხვი წყლის გამოყენებით.