ბაქ-200
google plus


BAC 200®

მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობაში და სხვა ობიექტებზე გამოყენებადი სადეზინფექციო ხსნარი

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ბენზალკონიუმის ქლორიდს 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ფუნქციონალური დანამატები (არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და სხვ); ხსნარის pH 8,5 ±1,4

აღწერა: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებული უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე, სუსტად სპეციფიური სუნით, შენჯღრევისას ქაფდება

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიციდულად და სპორიციდულად გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (Brucella spp., Clostridium spp., E. coli, Klebsiella spp., Listeria spp., Proteus spp., Pseudomonas spp., Salmonella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp. ,Вас. larvae, Bac. Altei), ვირულიციდულად (ლიპიდშემცველი ვირუსების მიმართ, მ.შ. ჰერპესის, იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)), ფუნგიციდურად (Aspergillus spp., Candida albicaus, Trichophyton spp., Saccharomyces cerevisia, Ascosferius apis), დეზინვაზიურად ნემატოდებისა და ეიმერიების ოოცისტების მიმართ.

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება სანიტარული დამუშავება (წმენდა), დეზინფექციისათვის - მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ობიექტების, პროდუქციის რეალიზაციის ადგილების, ხორცისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების, სასაკლაოების, პატარა ცხოველების და ფრინველების შენახვის ადგილების, ბუნაგების, გალიების და სხვა ადგილების დასამუშავებლად, განსაკუთრებით მათი დეჰელმინთიზაციის შემდეგ.

დაავადებული ფუტკრის სკების, ჩარჩოების და სხვა მოწყობილობების სადეზინფექციოდ, ასკოფეროზის, ასპერგილოზის, სიდამპლეების, ნოზემატოზის დროს.

ვეტერინარულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ობიექტების სადეზინფექციოდ - ტექნოლოგიური და სანიტარული მოწყობილობები, ტრანსპორტი, ავზები, წყალმომარაგების სისტემები, ხელსაწყოები, დანადგარები და ა.შ.

უკუჩვენებები

არ არის დადგენილი

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება სამუშაო ხსნარების სახით, რომლებიც მზადდება კონცენტრატის არაქლორირებულ წყალთან შერევით. სადეზინფექციო ობიექტების ზედაპირების


დეზინფექცია ხორციელდება საფუძვლიანი მექანიკური და სანიტარული გაწმენდის შემდეგ, ზედაპირები იწმინდება ჩვრით, ღრუბელით ან მორწყვით წვრილდისპერსული გამფრქვევით, სრულ დატენიანებამდე.

სამუშაო ხსნარები გამოიყენება შემდეგი კონცენტრაციებით:

 0,1% (10 მლ 10 ლ წყალზე) - რძის გადამამუშავებელი მოწყობილობების, საკვებურებების, საწყურებლების სანიტარული დამუშავებისთვის (ცხოველების თანდასწრებით);

 0.25% (25 მლ 10 ლ წყალზე) - შენობებისა და ინვენტარის პროფილაქტიკური დეზინფექციისათვის (ცხოველების თანდასწრებით), წყალმომარაგების სისტემების სანიტარული დამუშვებისათვის;

 0,5% (50 მლ 10 ლ წყალზე) - სასაკლაოების, გადამამუშავებელი და სავაჭრო ობიექტების, ლაბორატორიების, სატრანსპორტო საშუალებების ასპტიკური დასუფთავებისათვის, სამუშაო ტანსაცმლის გარეცხვამდე დასალბობად;

 1% (100 მლ 10 ლ წყალზე) - მეცხოველეობის შენობების გეგმიური დეზინფექციისათვის (სანიტარულ დასუფთავებებს შორის პერიოდში);

 1.5% (150 მლ 10 ლ წყალში) დეჰელმინთიზაციის შემდგომი დეზინვაზიისათვის და ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებული ცხოველებისა და ფრინველების სადგომების სადეზინფექციოდ;

 0.05% (50 მლ 100 ლ წყალზე) - დახურულ აუზებში ან წყალმომარაგების სისტემებში მწვანე წყალმცენარეების და სხვა მიკროორგანიზმების გამრავლების საპრევენციოდ (ხორციელდება კვირაში ერთხელ);

მეფუტკრეობაში:

 2.5% (25 მლ 1 ლ წყალში) - დაავადებული ფუტკრის ოჯახების სადეზინფექციოდ;

 1.5% (15 მლ 1 ლ წყალში) - ჯანმრთელი და პირობითად ჯანმრთელი ფუტკრის ოჯახების გეგმიურ - პროფილაქტიკური დეზინფექციისთვის;

 0,5% (5 მლ 1 ლიტრ წყალში) - კეთილსაიმედო საფუტკრის გეგმიური და პროფილაქტიკური დეზინფექცია გაზაფხული - შემოდგომაზე.

სკების, ფიჭიანი ჩარჩოების (უთაფლო ფიჭის), საფუტკრე ინვენტარის დეზინფექცია ტარდება +12°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, სპეციალური შემასხურებლით მთლიანად ზედაპირების დასველებით. დამუშავებული საგნები მჭიდროდ იფარება პოლიეთილენის აპკის ქვეშ 10-12 სთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც უნდა გაირეცხოს წყლითა და კარგად გაშრეს.

ფუტკრის ოჯახების დეზინფექცია ხორციელდება წელიწადში 2-ჯერ გაზაფხულისა და ზაფხულის შემოწმების დროს. სველი ჩვრით ან ღრუბელით იწმინდება სკების გარე და შიდა კედლები, ჩარჩოების ხის ნაწილი.

სიფრთხილის ზომები


პრეპარატთან კონტაქტში მყოფი პერსონალი უნდა იცავდეს ჰიგიენის და უსაფრთხოების წესებს, რომლებიც მიღებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

- სამუშაო სამუშაო ხსნარები მზადდება კარგად განიავებად ადგილას.

- სამუშაო ხსნარი არ გამოიყენოთ ცხოველების, ფრინველებისა და ფუტკრის ოჯახების თანდასწრებით. საპონი და სარეცხი საშუალებები ამცირებენ პრეპარატის აქტიურობას.

- 2% -ზე მეტი კონცენტრაციის მქონე ხსნარებმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ამიტომ მათთან მუშაობისას უნდა გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანები და დამცავი სათვალე. განუზავებელი პრეპარატის კანზე მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ იგი გამდინარე წყლით და დაიმუშავეთ დამარბილებელი კრემით. თვალებში მოხვედრისას, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით გამდინარე წყლით და ჩაიწვეთეთ ნატრიუმის სულფაცილის 20% -იანი ხსნარი (ალბუციდი). სამუშაოს დასრულების შემდეგ, სახე და ხელები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით და საპნით.

- პრეპარატთან მუშაობის დროს აკრძალულია მოწევა, დალევა, საკვების მიღება.

გამოშვების ფორმა

პრეპარატი დაფასოებულია პოლიეთილენის ფლაკონებში 100 მლ და 1ლ ოდენობით

შენახვის პირობები

ინახება მწარმოებლის შეფუთვით ბნელ, სინათლისგან დაცულ, კარგად ვენტილირებად ადგილას +1-დან 20℃-ზე

ვარგისიანობის ვადა

4 წელი