ბეტა 1
google plus

ბეტა-1  

(BETA -1)

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პოვიდონ იოდი (Povidone Iodine)

წამლის ფორმა: მალამო, გარეგანი გამოყენებისათვის

გამოშვების ფორმა: 20გ მალამო მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში, ხრახნიანი თავსახურით (№1 შეფუთვით).

შემადგენლობა, 1 გრამი მალამო შეიცავს:პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) 100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, მაკროგოლი 1500,  ნონოქსინოლ-9, გლიცერინი 85%, გამოხდილი წყალი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

მწარმოებელი კომპანიისა და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს „ბიოტეკსი“,  საქართველო

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)


ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტა 1-ის მალამო არის ფართო სპექტრის ანტისეპტიური საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. მალამოს აქტიური ნივთიერება პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ. ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე, მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.


ჩვენებები


ბეტა 1-ის მალამო  გამოიყენება ინფექციების პროფილაქტიკისთვის მცირე ზომის ჭრილობების, ნაკაწრების, მცირე დამწვრობების და მინიმალური ქირურგიული პროცედურების დროს.

პრეპარატი რეკომენდირებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ასევე ნაწოლების და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.


მიღების წესები და დოზები


ადგილობრივი გამოყენების მალამოს მოხმარებამდე, დაზიანებული კანი უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარებით და გაშრეს.  მალამო უნდა იქნას წასმული დაზიანებულ ადგილას.
- ინფექციების სამკურნალოდ: წაუსვით  მალამოს თხელი ფენა 1 ან 2-ჯერ დღეში, არაუმეტეს 14 დღისა.

- ინფექციების პროფილაქტიკისთვის: უნდა იქნას წასმული თხელ ფენად 1 ან 2-ჯერ კვირაში, სანამ საჭიროება მოითხოვს.

დამუშავებული კანი შეიძლება დაიფაროს საფენით ან სახვევით.


გვერდითი მოვლენები

 ბეტა-1 მალამოს აქტიური კომპონენტი პოვიდონ-იოდი ძალიან კარგად აიტანება პაციენტების მიერ, მას აქვს უფრო სუსტი გამაღიზიანებელი ეფექტი, ვიდრე იოდს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად: კონტაქტური დერმატიტი ფსორიაზისმაგვარი წითელი პატარა ბულოზური ელემენტების განვითარებით. პოვიდონ-იოდის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ასევე, მისმა წასმამ დიდი ზომის ჭრილობებზე ან მძიმე დამწვრობებზე შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები.


უკუჩვენება

- ალერგია ან იოდზე შესაძლო ალერგია;
- უკუნაჩვენებია პრეპარატის რეგულარული გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისათვის (კერძოდ, კოლოიდული კვანძოვანი ჩიყვით, ენდემური ჩიყვით და ჰაშიმოტოს თიროიდიტით).
- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- თერაპია და სცინტიგრაფია რადიოაქტიური იოდის გამოყენებით. 

უსაფრთხოების ზომები :

- სიფრთხილეა საჭირო რეგულარული გამოყენების დროს ავადმყოფებში თირკმლის ქონიკული უკმარისობით.
- საჭიროა ბეტა 1-ის მალამოს რეგულარული გამოყენებისგან თავის შეკავება ავადმყოფებისათვის, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
- ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
- ბავშვებისათვის საჭიროა ყველაზე მცირე შესაძლებელი დოზის გამოყენება, მკურნალობის კურსი კი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.


ორსულობა და ლაქტაცია

საჭიროა პოვიდონ-იოდის რეგულარული გამოყენებისგან თავის შეკავება ორსული და მეძუძური ქალებისათვის, რადგან აბსორბირებული იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება გამოიყოს დედის რძით. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული დროით გამოყენების შემთხვევაში არ გამოვლინდა არასასურველი ეფექტები, საჭიროა სიფრთხილის დაცვა და მალამოს როგორც სამკურნალო ეფექტის სარგებლის, ისე აბსორბირებული პრეპარატის მიერ ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და განვითარებაზე შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინება.


განსაკუთრებული მითითებები


ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა.
პრეპარატი არ მოქმედებს ამ სახის სამუშაოების შესრულებაზე.


ჭარბი დოზირება


იოდის მომატებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი და ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის განვითარება. იოდის სისტემურმა აბსორბციამ პოვიდონ-იოდის მრავალჯერადი გამოყენებისას ჭრილობის ფართო ზედაპირზე ან დამწრობაზე შეიძლება გამოიწვიოს მრავალი არასასურველი ეფექტი:

  • პირში ლითონის გემო, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა,
  • პირის ღრუში ან ხახაში ტკივილის ან წვის შეგრძნება,
  • თვალების გაღიზიანება და შეშუპება,
  • კანისმიერი რეაქციები,
  • დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ და ფაღარათი,
  • გაძნელებული სუნთქვა, ფილტვების შეშუპება,
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი და სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე),
  •  თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

ჭარბი დოზირების ეჭვისთანავე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება


- პოვიდონ-იოდის გამოყენება მადეზინფიცირებელ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს ვერცხლისწყალს, ვერცხლს, ტაუროლიდინს, წყალბადის ზეჟანგსა და ბენზოის მჟავას, ამცირებს ორივე პრეპარატის ეფექტურობას.
- დაუზიანებელი კანით ან ჭრილობის ზედაპირით აბსორბირებულმა იოდმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის შედეგებზე.
- პოვიდონ-იოდის ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სახის გამოკვლევის ცრუ დადებითი შედეგები განავალში ფარული სისხლის, ასევე, შარდში სისხლის და გლუკოზის გამოვლენისას.


შენახვის პირობები და  ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25oC ტემპერატურაზე,


ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, 

მწარმოებლის მისამართი: საქართველო, თბილისი, იუმაშევის ქ. №8