ლამბდა ციჰალოტრინი
google plus

ლამბდა ციჰალოტრინი

(კარატე)

ინსექტოაკარიციდული ხსნარი, შენობა-ნაგებობების დასამუშავებლი საშუალება

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო.

  1. ზოგადი ინფორმაცია
  2. ლამბდა ციჰალოტრინის ხსნარი შენობა-ნაგებობების დასამუშავებელი ინსექტოაკარიციდული საშუალება. გამოიყენება პარაზიტების ფართო სპექტრის, ზოოანტროპონოზური დაავადებების გადამტანების (კოღოები, ტკიპები, ბუზები და ა.შ) წინააღმდეგ.
  3. ლამბდა ციჰალოტრინის ხსნარი შეიცავს, ლამბდა ციჰალოტრინს 5% და შემავსებელს 95%-მდე
  4. დაფასოებულია 5 მლ მინის ამპულაში.
  5. დაფასოების ყველა ერთეულს უკეთდება მარკირება და მიეთითება მწარმოებელი კომპანიის დასახელება, მისამართი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება ქართულ და ლათინურ ენაზე, შემადგენლობა, რაოდენობა შეფუთვაში, დანიშნულება და მოხმარების წესი, სერიის ნომერი, დამზადების დრო, ვარგისობის ვადა (თვე, წელი), შენახვის პირობები.

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე,

წყლისა და საკვებისგან მოშორებულ ადგილას.  ვარგისობის ვადა 5 წელი.

  1. ბიოლოგიური თვისებები
  2. ლამბდა ციჰალოტრინი 5% ხსნარი პირეტროიდული ჯგუფის შენობა-ნაგებობების დასამუშავებელი ინსექტო-აკარაციდული საშუალებაა.
  3. მოქმედების მექანიზმი: ლამბდა ციჰალოტრინი 5% ხსნარი მოქმედებს პარაზიტის ნერვულ სისტემაზე. პირეტროიდების უმრავლესობის მსგავსად ის სპეციალურად შექმნილია ისე, რომ იყოს უფრო სტაბილური გარემოში, რითაც უზრუნველყოფილყოფს ხანგრძლივ მოქმედებას.

პრეპარატი სწრაფად მოქმედებს, ორგანიზმში  აღწევს კუტიკულიდან, ნერვული უჯრედების მემბრანის ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით არღვევს ნერვების გამტარიანობას, რაც იწვევს მათ მუდმივ აქტივაციას, ნერვული უჯრედების დეპოლარიზაციას, სწრაფი კონტროლის დაკარგვას კუნთების მოქმედებაზე, კანკალს და საბოლოოდ მავნებლის სიკვდილს. ორგანიზმში  აქტიური ნივთიერების მოქმედებით რამოდენიმე წუთში მწერი  წყვეტს საკვების მიღებას, აღენიშნება ჯერ დეზორიენტაცია, შემდეგ  პარალიზების ეფექტი, ბოლოს სიკვდილი.

III.           გამოყენების წესი და დოზირება

  1. მაღალეფექტურია პარაზიტების ფართო სპექტრის მიმართ, სიცოცხლის ყველა სტადიაზე, ჭუპრობიდან ზრდასრულ ფორმამდე;

ახასიათებს სწრაფი დარტყმის ეფექტი. უფრო მოქნილია გამოყენებისთვის, უზრუნველყოფს ხანგრძლივი დაცვისუნარიანობას არასაიმედო პირობების  (ფოტოსტაბილურობისა და წვიმის) მიმართ.

  1. გამოიყენება მოხმარების წესების დაცვით, დილით ადრე ან საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ, არ შეიძლება პროცედურების ჩატარება მზიან, ქარიან და წვიმიან ამინდში. სამუშაო ხსნარის მომზადების პროპორციები მოცემულია ცხრილში. ხსნარის ხარჯი- 5მლ/1ლ წყალზე – 1მ2.

პარაზიტები დოზა(მლ/ლ) სპეციალური ინსტრუქციები
ლარვა 5მლ იხსნება ერთ ლიტრ წყალში გამიზნულია ლარვების საწინააღმდეგოდ. გამოიყენება შენობის ზედაპირებზე ან ჰაერში საკმარისი რაოდენობით, რათა უზრუნველყოთ სრული დაფრვა. 5,7ლ-4მ2.
ბუზი, კოღო, ტკიპა, ხოჭო 5მლ იხსნება ერთ ლიტრ წყალში გამოიყენეთ ლარვას მიმართ გამოყენებული ინსტრუქციები.

 

  1. პირადი პროფილაქტიკის ზომები
  2. მუშაობის დროს უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რაც ამ ჯგუფის საშუალებასთან მუშაობისას კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
  3. საშიშია გადაყლაპვის, შესუნთქვის ან კანიდან შეწოვის შემთხვევაში. იწვევს თვალების გაღიზიანებას. მოარიდეთ კანთან, თვალებთან ან ტანსაცმელთან შეხებას. მისი შეხების შემდეგ კარგად დაიბანეთ საპნითა და წყლით. გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და გარეცხეთ ხელახლა გამოყენებამდე. მოარიდეთ ბავშვები დამუშავებულ ადგილს მის გაშრობამდე.

შეიძლება აღინიშნოს კანის ან თვალების გაღიზიანება. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაიხადეთ დაბინძურებული ტანსაცმელი. ჩამოიბანეთ წყლით და შემდგომ დაიბანეთ კანი წყლითა და საპნით.

თვალში მოხვედრისას ამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით, რამოდენიმე წუთის განმავლობაში (მოიხსენით კონტაქტური ლინზები, თუ ეს ადვილადაა შესაძლებელი), ამის შემდეგ მიმართეთ ექიმს. ჩაყლაპვის შემთხვევაში, არ გამოიწვიოთ ღებინება. მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პროდუქტის კონტეინერი, ეტიკეტი ან მასალის უსაფრთხოების ფურცელი, მოწამვლის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს.

  1. არ დატოვოთ გაუზავებელი ქიმიკატი ადგილზე უმეთვალყუროდ. ცარიელი შეფუთვა დაამსხვრიეთ და დაანაწევრეთ, დამარხეთ ადგილობრივ ნაგავსაყრელზე, ან სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ ორმოში, რომელიც მოშორებულია წყალგამტარისგან, მცენარეებისა და ხის ფესვებისაგან.