სეპტაკოლი
google plus

სეპტაკოლი (Septacoli)
ხელების სადეზინფექციო ხსნარი

გამოყენების სფერო

ხელის ჰიგიენური დეზინფექტანტი განკუთვნილი საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სექტორში, საზოგადოებრივ და კომერციულ ობიექტებში, კვების მრეწველობაში, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში, სილამაზის სალონებსა და საყოფაცხოვრებო პირობებში.

შემადგენლობა

1მლ შეიცავს: 96%-იან ეთილის სპირტს - არანაკლებ 70% 

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი 1,5%, ბრილიანტის მწვანე 0,00012%,  სოჭის ეთერზეთი 0,089%, წყალი 100%-მდე.

მოქმედების სპექტრი

ბაქტერიციდული (მათ შორის ტუბერკულოციდური და MRSA), ვირუციდული (HBV/HIV/HCV,COID-19,vacciniarota) და ფუნგიციდური (Candida albicans, Tr. mentagrophytes)

გამოყენების წესი

ხელების ჰიგიენური დამუშავებისათვის: მშრალი ხელის მტევნები დაიმუშავეთ საჭირო ოდენობის ხსნარით  (საპნით და წყლით წინასწარ დაბანის გარეშე), საგულდაგულოდ გადაინაწილეთ ხელის გულებზე, თითებს შორის ზედაპირებზე, სრულ გაშრობამდე არანაკლებ 30 წამის განმავლობაში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:  50 მლ პოლიეთილენის ფლაკონში და 1 ლ პოლიეთილენის ბოთლში

შენახვის ვადა:   2 წელი

მწარმოებელი: შპს „ბიოტეკსი“, საქართველო