დიქლორიზონატი
google plus

დიქლორიზონატი

სასმელი-სამეურნეო წყლის, საცურაო აუზის წყლის დეზინფექციისთვის, წყლის სიმწვანის, წყალმცენარეების ზრდის საწინააღმდეგოდ

გამოყენება

„დიქლორიზონატი“ განკუთვნილია:

·         სასმელ-სამეურნეო წყლის (მუნიციპალიტეტებში, ქალაქების წყალმომარაგების სისტემებში, წარმოებასა და ინდუსტრიაში) და საცურაო აუზის წყლის სადეზინფექციოდ, მათ შორის წყლის სიმწვანის, წყალმცენარეების ზრდის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად.

შემადგენლობა

 მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს დიქლორიზოციანურატის  ნატრიუმის მარილს, აქტიური ქლორს (აქ) მასური წილით 60% 2,5%.

აღწერა: სადეზინფიქციო საშუალება წარმოადგენს თეთრი ფერის ფხვნილს, ქლორისთვის დამახასიეთებელი სპეციფიკური სუნით.

მოქმედების სპექტრი: ბაქტერიციდული, ვირულიციდური, ფუნგიციდური, ალგიციდური.

გამოყენების მეთოდი

დიქლორიზონატი გამოიყენება პათოგენების ინაქტივაციისათვის, კერძოდ, სასმელი და სამეურნეო წყლის გასუფთავებისა და საცურაო აუზში წყლის დეზინფექციისათვის, ასევე წყლის სიმწვანის, წყალმცენარეების ზრდის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად. რეკომენდებული დოზები, ექსპოზიციის დრო იხილეთ ცხრილში

სასმელი წყლისა და საცურაო აუზებში წყლის დეზინფექციის  რეჟიმები

სამიზნე ობიექტი

დოზირება მ3 (1000ლ წყალზე)

ექსპოზიციის დრო, წთ

სასმელი წყალი

 

წყალმომარაგების დახურული სისტემები – ცისტერნები, ბაკები, რეზერვუარები, მილსადენები

1-2გ

 

30

ინდივიდუალური და ჯგუფური წყლის რეზერვუარები (წყაროები, ჭები, ჭაბურღილები)

5-10გ

30

დაბინძურებული წყლების გაუსნებოვნების.

7,5-10გ

30

საცურაო აუზები

 

ჰიპერქლორირება პირველი შევსებისას

10-20გ

12 სთ

შემანარჩუნებელი დეზინფექცია

0,5-1გ

1-2-ჯერ დღეში

 

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ სათავსოებში 0°C - დან 35°C -მდე ტემპერატურაზე, მედიკამენტებისგან განცალკევებით, გამათბობელი მოწყობილობებისაგან და ღია ცეცხლისგან მოშორებით. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

გამოშვების ფორმა:  2,5გ და 100გ გრანულირებული ფხვნილი დაფასოებულია ვერცხლისფერ სამშრიან (პოლიპროპილენი, ალუმინის ფირფიტა, პოლიეთილენი) პაკეტებში, და 500 გ პოლიეთილენის ფლაკონებში

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი, პირველადი (ქარხნული) შეფუთვით. შეფუთვის ჰერმეტულობის დარღვევიდან პროდუქტი ვარგისია არაუმეტეს 45 დღე.

გარემოს დაცვის ღონისძიებები: შემთხვევით გაფანტვისას, ფხვნილი უნდა შეგროვდეს კონტეინერებში და შემდეგ ჩაუტარდეს უტილიზაცია. ნარჩენები ჩარეცხეთ დიდი ოდენობის წყლით, არ დაიშვება მჟავით ნეიტრალიზაცია.

მწარმოებელი: შპს ბიოტეკსი, თბილისი, საქართველო