ბიოფენიკოლი 500
ბიოფენიკოლი 500 გამოიყენება შინაური ფრინველის, ღორის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რესპირატორული ინფექციური დაავადებების (მ.შ. კოლისეპტიცემიისა და საკულიტის) პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია ფლორფენიკოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (Actinobacillus spp. Pasteurella spp. Salmonella spp. და Streptococcus spp). ასევე გამოიყენება მტკნარი, მლაშე წყლებისა და ზღვის თევზების (კალმახი, ორაგული, კარპი, კაპარჭინა, ზღვის ქორჭილა) ინფექციური დაავადებების მკურნალობისთვის (როგორიცაა: ფურუნკულოზი - Aeromonas salmonicida, ვიბრიოზი - Vibrio anguillaruam, ერსინიოზი - Yersinia ruckerii, ბაქტერიული ჰემორაგიული სეპტიცემია - Aeromonas hydrophila, Pseudomonas sp., კოლუმნარის დაავადება - Flexibaqter columnaris, სტრეპტოკოკური ინფექციები - ჰემოლიზური და არაჰემოლიზური, ზამთრ
ნორსულფანატი (NorsulfaNat)
სულფადიმიდინ ნატრიუმი ავლენს ბაქტერიოსტატიკური მოქმედებას ბაქტერიულ უჯრედებში და როგორც პარაამინობენზოის მჟავას ანალოგი აფერხებს ფოლიუმის მჟავას სინთეზს, რაც აუცილებელია გარკვეული ამინომჟავების, პურინების, თიმიდინის და საბოლოოდ დნმ-ის სინთეზისთვის.
ტინიზოლი (Tinizole)
გამოიყენება სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის: ღორების - ამებიური დიზენტერის, ეიმერიოზის, , სალმონელოზის და სხვა ტინიდაზოლის მიმართ მგძნობიარე მიკროორგანიზების საწინააღმდეგოდ. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - ტრიქომონიაზის, ეიმერიოზის, სალმონელოზის, ენტეროკოლიტის, ქირურგიული და მშობიარობის შემდგომი ანთებების დროს. ძაღლების, კატების - ლამბლიოზის, ამებიაზის, ტრიქომონიაზის, შერეული ანაერობული-აერობული ინფექციების დროს; ბოცვერის, ნუტრიის - ეიმერიოზის (ღვიძლის კოციდიოზი); ფრინველის - ჰისტომონოზის, ტრიქომონიაზის, ეიმერიოზის, სალმონელოზის დროს
ტილაზა 580
პრეპარატი რეკომენდირებულია ტილოზინის ტარტრატის მიმართ მგრძნობიარე მიკრობების მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ხბოები: ფილტვების ინფექცია; ქათმები, ინდაურები: ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, რესპირატორული მიკოპლაზმოზი ანუ სინუსიტი, ქრონიკული ინფექციური სინოვიტი და ნეკროზული ენტერიტი (დიზენტერიის დროს). ღორები: ენტერალური და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები.
მასდისინ ჰერბაფილმი / Masdisin Herbafilm
ბიოციდური პროდუქტი ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრით, მასტიტის (ცურის ანთება) გამომწვევი ბაქტერიების მოქმედებას ამცირებს მცირე დროში. იცავს ცურს გარე ზემოქმედებისგან და ცურის გარშემო დამცავი შრის წარმოქმნით ქმნის მექანიკურ ეფექტს.
მენბუთილი
პრეპარატი მენბუთილი ზრდის ნაღვლის სეკრეციას და მასში ქოლატების შემცველობას. ზრდის ოსმოსურ გრადიენტს ნაღველსა და სისხლს შორის, რაც ნაღვლის კაპილარებში აძლიერებს წყლისა და ელექტროლიტების ფილტრაციას, აჩქარებს ნაღვლის სადინარში ნაღვლის დინებას, უზრუნველყოფს ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პრევენციას, აძლიერებს წვრილი ნაწლავების მოქმედებისა და მონელების აქტივობას.